|
2025-06-16 12:16:51, 1042 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი, საერთაშორისო საგადახდო ქსელი -Visa და მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული ავიაკომპანია - Turkish Airlines უპრეცედენტო კოლაბორაციას იწყებენ. ბრენდების სამმხრივი თანამშრომლობით, მალე, საქართველოს ბაზრისთვის ინოვაციური პროდუქტი - სამოგზაურო ბარათი შეიქმნება, რომელიც თიბისი კონცეპტ 360-ის და თიბისი Wealth Management-ის მომხმარებლებს მოგზაურობის სრულიად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ბრენდების წარმომადგენლებმა ხელი 12 ივნისს, სტამბოლში მოაწერეს.
აღნიშნული ბრენდების პარტნიორობით შექმნილი სამოგზაურო პროდუქტი Visa-ს სამოგზაურო უპირატესობებს, თიბისი ბანკის მოწინავე ფინანსურ სერვისებსა და Turkish Airlines-ის Miles & Smiles პროგრამას გააერთიანებს. მომხმარებლები საზღვარგარეთ განხორციელებულ ტრანზაქციებზე, Turkish Airlines-ის მილების (Miles & Smiles) დაგროვებას შეძლებენ, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება ავიაკომპანიის ბილეთების და სხვა სერვისების შესაძენად. მომხმარებლებისთვის უპირატესობების შეთავაზება დაგეგმილია ისეთ სამოგზაურო კატეგორიებშიც, როგორიცაა: განსაკუთრებული შეთავაზება აეროპორტის ლაუნჯებზე, უსაფრთხოების კონტროლის სწრაფი გავლა, განსაკუთრებული ტარიფები ტაქსსა და ინტერნეტ როუმინგზე. “მოხარულები ვართ, რომ თიბისისთან და Visa-სთან თანამშრომლობით ვქმნით ერთობლივ პროდუქტს- სამოგზაურო ბარათს, რომელიც მომხმარებლებს მისცემს ყოველდღიური ხარჯებიდან სარგებლის მიღების შესაძლებლობას. ეს კოლაბორაცია ზუსტად ასახავს ჩვენს მთავარ ფოკუსს- მგზავრებისათვის ფრენის მიღმა მოგზაურობის გამოცდილების გაუმჯობესებას და მათთვის დამატებითი ღირებულებების შექმნას“, - Turkish Airlines-ის მარკეტინგის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, არიფ ალი გეზმისოლუ. უნიკალური უპირატესობების გარდა, მეტალის პრემიუმ მასალისაგან დამზადებული სამოგზაურო ბარათი ქობრენდ დიზაინით იქნება გამორჩეული. “მოხარული ვარ რომ საქართველოში პირველი ინოვაციური სამოგზაურო ბარათი ექსკლუზიურად ყველაზე გამოცდილი მოგზაურებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ჩვენს მომხმარებლებს უფრო კომფორტულ, სასიამოვნო და დასამახსოვრებელ გამოცდილებასთან ერთად, ახლა უკვე მნიშვნელოვანი ბენეფიტების მიღებაც შეეძლებათ. ეს კოლაბორაცია სრულ თანხვედრაშია ჩვენს სტრატეგიულ მიზანთან - განსაკუთრებული ღირებულება შევქმნათ მათთვის, ვისაც მოგზაურობა ასე ძალიან უყვარს “, - დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიასა და მოლდოვაში. ბარათის ფუნქციონალის შესახებ დეტალური ინფორმაცია, ახლო მომავალში, მისი გამოშვების შემდეგ გახდება ცნობილი.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)