|
2016-03-18 15:01:47, 4363 ნახვა
კულტურა
კონსერვატორიის მცირე დარბაზში საოპერო მუსიკის კონცერტი „სოლიდარობა პარიზს!" გაიმართება
დღეს, 18:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება კლასიკური საოპერო მუსიკის კონცერტი სახელწოდებით „სოლიდარობა პარიზს!". როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრიდან აცნობეს, ღონისძიება ეძღვნება 2015 წლის 13 ნოემბერს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ისლამისტი ექსტრემისტების მიერ მოწყობილი ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ნათელ ხსოვნას. კლასიკური საოპერო მუსიკის კონცერტში მონაწილეობას იღებენ გამორჩეულად ნიჭიერი, ღვაწლმოსილი და პოპულარული ქართველი საოპერო მომღერალი, ახალგაზრდა ტენორი ირაკლი კახიძე, ცნობილი ფრანგი საოპერო მომღერალი, ახალგაზრდა სოპრანო კრისტელ დი მარკო და პიანისტ კონცერტმაისტერი, კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი, ღვაწლმოსილი მუსიკოსი და პედაგოგი, ქალბატონი მარინა ადამიშვილი. კონცერტის იდეის ავტორია საოპერო მომღერალი დიანა გოგოჭური. ღონისძიების ინიციატორები არიან ქართველი ტენორი ირაკლი კახიძე და კულტურისა და ხელოვნების აკადემიური ცენტრი, ხელმძღვანელი ირაკლი წერეთელი. საკონცერტო ღონისძიება ტარდება თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მხარდაჭერით.
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)