11:31 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-11 11:49:32, 876 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ფავლენიშვილი - თვითმმართველობის არჩევნებზე მკაფიო პოზიცია გვაქვს, არ არსებობს ფაქტი, რამაც შეიძლება, ჩვენი პოზიცია შეცვალოს

თვითმმართველობის არჩევნებზე მკაფიო პოზიცია გვაქვს, არ არსებობს ფაქტი, რამაც შეიძლება, ჩვენი პოზიცია შეცვალოს, თუ არ მოხდა სისტემური დემონტაჟი, ჩვენი მოთხოვნების შესრულება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როცა პოლიტპატიმრების რაოდენობა იზრდება, თავისუფალი მედია არ არსებობს, ნებისმიერ საარჩევნო პროცესში მონაწილეობა ნიშნავს სისტემურ ოპოზიციად გადაქცევას.

„ჩვენ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის ყოველთვის გვაქვს საქმიანი კომუნიკაცია „ლელოსთან“. ვიმედოვნებ, „ლელო“ დაიდება არა საქართველოს წინააღმდეგ, არამედ საქართველოსთვის. მათ თუ უნდათ, რომ „ლელო“ საქართველოსთვის დადონ, ამ შემთხვევაში, არ მიიღებენ იმ ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას, რომელსაც ივანიშვილი ატარებს. ასე რომ, მათზეა ახლა გადაწყვეტილება. ვიმედოვნებთ, მოიქცევიან ისე, როგორც ქართველი ხალხისა და საქართველოსთვის იქნება სასარგებლო“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
რატომ გაასაიდუმლოეს 8 ოპოზიციონერის სასამართლო პროცესი - საერთაშორისო გამჭირვალობის ანგარიში
პაპუნა ლოცულაშვილმა, რომელზეც გორში, პოლიციელებმა დაკავების დროს ჯგუფურად იძალადეს, კლინიკა დატოვა
გორში პოლიციის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics