|
2016-03-18 10:36:42, 4409 ნახვა
კულტურა
„თიბისი გალერეაში“ ახალგაზრდა დიზაინერების არტ-პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
„თიბისი გალერეამ“ ორი ახალგაზრდა დიზაინერის ერთობლივი ნამუშევრის პრეზენტაციას უმასპინძლა. სოფიო სოროზნიშვილისა და ნუცა ხიზანიშვილის მიერ შექმნილი ბრენდის „Integral"-ის კოლექცია ათმა არტისტმა ორიგინალური პერფორმანსის სახით წარმოადგინა, რომელიც ხის კონსტრუქციასა და თაბაშირისგან შესრულებულ სკულპტურებს აერთიანებდა. ქანდაკებები განასახიერებდნენ პერსონაჟებს, რომელთა ვიზუალი დროსა და სივრცეში მუდმივად იცვლება. ახალგაზრდა დიზაინერების გამოფენის კონცეფციაც ესაა - ადამიანი, რომელიც დროსა და სივრცეში ცვალებადია და მას პერიოდულად სხვადასხვა „როლის" მორგება უწევს. გამოფენის მსვლელობისას დამთვალიერებლებმა კოლექციის კონცეფციაზე შექმნილი ფილმიც იხილეს, რომლის რეჟისორები კატალინა ბაქრაძე, ანა სარუხანოვა, ხოლო ოპერატორი-ლევან მაისურაძე არიან. პრეზენტაციაზე დამთავლიერებელს ვიდეო-არტის სახით წარმოდგენილი გოგლიკო ფიფიას ფოტოსესიისა და ახალგაზრდა ხელოვანის თინა მაყაშვილის მიერ შექმნილ ვიდეო-არტის ნახვაც შეეძლო. „Integral"-ის გამოფენა ერთ-ერთია იმ ღონისძიებათაგან, რომელსაც თიბისი ბანკი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახორციელებს. გალერეა რეგულარულად ეთმობა ახალგაზრდა, ნიჭიერ ხელოვანებს სხვადასხვა სფეროდან, რათა მათთვის ხელმისაწვდომი იყოს საჯარო სივრცე, სადაც ისინი საკუთარ შემოქმედებას ფართო საზოგადოებას წარუდგენენ. გამოფენას თიბისი გალერეა ერთი დღის განმავლობაში მასპინძლობდა.
(R)
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)