05:57 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-10 09:54:37, 904 ნახვა

სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების მომზადების, მარიხუანასა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული არიან: 1971 წელს დაბადებული ა.თ., 1999 წელს დაბადებული ი.შ., 1978 წელს დაბადებული დ.მ., 2001 წელს დაბადებული ა.ზ., 1998 წელს დაბადებული ო.მ., 1993 წელს დაბადებული ა.ნ. და 1992 წელს დაბადებული გ.ა.

დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უკრაინის, ისრაელის და ეგვიპტის მოქალაქეები.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „კოკაინი“, „სუბოტექსი“, „მეტადონი“, „ბუპრენორფინი“, „კოდეინი“, „ლირიკა“ და „მარიხუანა“.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორები, წებოვანი ლენტები და პოლიეთილენის პარკები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 261-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics