|
2025-06-01 13:39:08, 942 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში მომხდარ აფეთქებებს ტერორისტული აქტების კვალიფიკაცია მიანიჭა
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში რკინიგზაზე მომხდარ აფეთქებებს ტერორისტული აქტების კვალიფიკაცია მიანიჭა, - ამის შესახებ დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სვეტლანა პეტრენკომ რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრე ბასტრიკინის დავალებით, ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში მომხდარი ინციდენტების ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეები მთავარ საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეცა. „რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის დავალებით, ბრიანსკის და კურსკის ოლქებში მომხდარი ინციდენტების ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეები სააგენტოს მთავარ საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეცა“, - აღნიშნა პეტრენკომ. ცნობისთვის, უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის ოლქებში, ბრიანსკსა და კურსკში, ღამით ორი ხიდი ჩამოინგრა. ბრიანსკში ხიდის ჩამონგრევის გამო სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივი და ვაგონები ლიანდაგებიდან გადავიდა. დაიღუპა სულ მცირე შვიდი ადამიანი და დაშავდა 66. მოსკოვის რკინიგზამ Telegram-ზე განაცხადა, რომ ხიდი „უკანონო ჩარევის“ შედეგად ჩამოინგრა. მოგვიანებით, რუსეთის რკინიგზამ განაცხადა, რომ ღამით, კურსკის ოლქში ხიდის ჩანგრევის გამო, დიზელის ლოკომოტივი და სატვირთო მატარებლის სამი სატვირთო ვაგონი ლიანდაგებიდან გადავიდა. ინციდენტის შედეგად, ლოკომოტივის მძღოლმა ფეხის ტრავმა მიიღო, სხვა არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა რამე კავშირი აღნიშნულ ორ ინციდენტს შორის.
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
უკრაინამ ტაგანროგში საავიაციო ქარხანა, ვორონეჟში სამხედრო აეროდრომი და ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)