|
2016-03-17 14:03:44, 746 ნახვა
სამართალი
ინგა გრიგოლია: მაქვს მოლოდინი რომ ეს კადრები დაიდება, მაგრამ არ მეშინია
გარწმუნებთ, საერთაშორისო სკანდალში გაეხვევა ის ხელისუფლება, რომლის დროსაც ჩემს პირად ცხოვრებას იღებდნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ პროკურატურაში განაცხადა. ინგა გრიგოლია პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მისი გამოკითხვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მისი თქმით, პროკურატურაში დაბარება უკავშირდება ბოლო პერიოდში გავრცელებულ, მუქარის შემცველ ვიდეო მასალას, სადაც მისი გვარიც არის ნახსენები. როგორც ინგა გრიგოლიამ განაცხადა, მას მსგავსი შანტაჟის არ ეშინია. მისივე თქმით, ის გამოძიებასთან თანამშრომლობს, რათა დროულად მოხდეს იმ პირების უმკაცრესად დასჯა, რომლებიც პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს ამგვარად აშანტაჟებენ. "მე დღეს ვარ პროკურატურის პარტნიორი, და არ ვარ არაფრით ჩასაფრებულის პოზიციაზე. შევეცდები, რომ დავეხმარო პროკურატურას, თუ კი რამე შეუძლიათ მათ, რომ ჩემგან ღირებული ინფორმაცია მიიღონ. მე ყველაფერზე ვარ ღიად და მზად, რადგან ვთქვი, რომ ეს არის ის ომი, რომელშიც მე შევედი, მე არ ვაპირებ ჩირგვებში ჯდომას და წუწუნს, რომ რა დღეში ვარ და თურმე როგორ მემუქრებიან. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გამოძიებას დავეხმარო", - განაცხადა ინგა გრიგოლიამ. ჟურნალისტისთვის უცნობია რა პერიოდშია გადაღებული ის ვიდეო, რომლის გავრცელებითაც მას ემუქრებიან. მისი თქმით, მას გარკვეული ინფორმაცია მეგობრისგან ჰქონდა, რომ მასთან დაკავშირებით მსგავსი ვიდეო მასალა 2012 წლამდეც არსებობდა, თუმცა გრიგოლიას თქმით, მაშინ მის მიმართ ასეთი შანტაჟი არ განხორციელებულა. "მე მაქვს მოლოდინი, რომ დაიდება ეს კადრები და არ მეშინია ამ შანტაჟის. იცით რატომ გავხსენი ეს თემა? მე, რომ დღეს ხმა არ ამომეღო და შეშინებული ჩირგვებში და სახლში რომ შევმალულიყავი, მაშინ მთელი ცხოვრება ამ შანტაჟით უნდა მეცხოვრა. მე არ ვაპირებ ვიცხოვრო შიშით, რომ ხვალ შეიძლება რაიმე გამოაქვეყნონ. ამიტომ გამოაქვეყნონ, მე ამისთვის მზად ვარ. პირადი ცხოვრება არ არის სირცხვილი, რასაკვირველია, მისი გამომზეურება სასიამოვნო არ არის. მე უკვე მეცოდინება რომელი პერიოდის კადრები იყო ეს, როდის ხდებოდა ჩემი ფარულად ჩაწერა და ვდებ პირობას, რომ მარტო საქართველოს მასშტაბით კი არა, საერთაშორისო მასშტაბის სკანდალში გაეხვევა ის ხელისუფლება, რომლის დროსაც ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები არის ჩაწერილი", - განაცხადა ინგა გრიგოლიამ. ცნობილმა ტელეწამყვანმა, დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გამოძიებიდან გამომდინარე დაკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებს. ჟურნალისტს იმედი აქვს, რომ საქმე დროულად იქნება გამოძიებული, წინააღმდეგ შემთხვევაში მას კითხვები და ეჭვები გაუჩნდება.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)