|
2025-05-30 14:51:23, 649 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - მოხარულები ვართ, რომ აღმოსავლეთით ნატო-ს გაფართოების დაუშვებლობის შესახებ ვლადიმერ პუტინის განმარტებები ესმით
მოხარულები ვართ, რომ აღმოსავლეთით ნატო-ს გაფართოების დაუშვებლობის შესახებ ვლადიმერ პუტინის განმარტებები ესმით, მათ შორის ვაშინგტონში, – ასე გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის განცხადებას. როგორც დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, კიტ კელოგის განცხადება მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დახურული მოლაპარაკებების შედეგია. „პრეზიდენტი პუტინი თავის თანამოსაუბრეებს, მათ შორის აშშ-ის წარმომადგენლებს, მუდმივად გადასცემს ჩვენს პოზიციას ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების დაუშვებლობის შესახებ, რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული ინტერესების თვალსაზრისით. მოხარულები ვართ, რომ პრეზიდენტის ეს განმარტებები ესმით, მათ შორის ვაშინგტონში“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. ამავე დროს, დიმიტრი პესკოვმა სტამბოლის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ისაუბრა და თქვა, რომ მაღალი დონის სამმხრივი შეხვედრის შესაძლებლობა მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდება, რაც რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შორის მოლაპარაკებებში კონკრეტული შედეგი იქნება მიღწეული. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი მაღალი დონის კონტაქტებს უჭერს მხარს, თუმცა ისინი კარგად უნდა იყოს მომზადებული. „პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ფუნდამენტურად უჭერს მხარს მაღალი დონის კონტაქტებს. რა თქმა უნდა, ისინი მოთხოვნადია, მაგრამ უნდა იყოს კარგად მომზადებული და პირველ რიგში, უნდა იყოს მიღწეული შედეგი ორი ქვეყნის დელეგაციების პირდაპირ მოლაპარაკებებში. ასეთი შედეგი თუ იქნება მიღწეული და, როდესაც იქნება მიღწეული, რა თქმა უნდა, შეიძლება, დავიწყოთ საუბარი მაღალი დონის კონტაქტების შესახებაც“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა დაადასტურა დონალდ ტრამპის მზადყოფნა, ვლადიმერ პუტინს მისცეს დაპირება, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება, თუ ასეთი მოთხოვნა ომის დასრულების პირობა გახდება. მისივე ინფორმაციით, საუბარია არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ საქართველოსა და მოლდოვაზეც.
ინვესტიციები თუ ანაბარი - როგორ დავაბანდოთ დანაზოგი ჭკვიანურად?
ქართულ ბანკებში 70.03 მლრდ ლარის დეპოზიტებია განთავსებული
ისრაელის არმია ადასტურებს მოჰამედ ოდეჰის მკვლელობას: ის იყო ერთ-ერთი ბოლო ჰამასის მეთაური, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში
MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)