|
2025-05-29 10:57:18, 904 ნახვა
ეკონომიკა
“საუკეთესო ფრილანსერი” - თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის ახალი ნომინაცია
თიბისის უკვე ტრადიციადქცეული ბიზნესდაჯილდოება მეცხრე წელს ახალი ნომინაციით ხვდება. „საუკეთესო ფრილანსერი” იმ ახალ რეალობასა და გამოწვევებს პასუხობს, რომელიც მთელს მსოფლიოში, ბოლო წლებია აქტუალობას არ კარგავს. სულ უფრო მეტი ადამიანი წყვეტს სტაბილურ ოფისურ საქმიანობას და ირჩევს დამოუკიდებელ გზას, სადაც საკუთარი დროის, ენერგიისა და პროფესიული განვითარების მართვა თავად შეუძლია. მნიშვნელობა არ აქვს არქიტექტორი ხარ, მარკეტერი, ქოფირაითერი, ქოუჩი თუ სახლიდან ეხმარები კომპანიებს, მთავარია, შენი საქმის პროფესიონალი იყო. ნომინაცია “საუკეთესო ფრილანსერის” შეფასების კრიტერიუმებია: •ღირებულების შექმნა პირველ რიგში, ჟიურის მთავარი ფოკუსია იმაზე, ქმნის თუ არა ფრილანსერი რეალურ ღირებულებას. ეს შეიძლება იყოს ფინანსური ეფექტი, ბრენდის განვითარება ან სერვისის ხარისხის გაუმჯობესება. •ფრილანსერად მუშაობის უწყვეტი გამოცდილება ნომინაციამ ის ადამიანები უნდა გამოავლინოს, რომლებიც ფრილანსინგ კულტურას უწევენ პოპულარიზაციას. აპლიკანტს კომპანიებთან ურთიერთობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს. ნომინაცია მოიაზრებს იმ ფრილანსერებს, რომელთათვისაც ეს საქმიანობა ძირითადი შემოსავლის წყაროა და არა ჰობი ან პარალელური პროექტი. •განსხვავებულ ინდუსტრიებთან მუშაობის გამოცდილება თუ ფრილანსერს შეუძლია სხვადასხვა სფეროში კლიენტებთან მუშაობა და ქმნის ღირებულებას, ეს აპლიკანტს უპირატესობას ანიჭებს. ჟიური კანდიდატებს აფასებს 10-ქულიანი სისტემით, თითოეული კრიტერიუმის მიხედვით. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ აპლიკანტის ისტორია დასაბუთებული იყოს. •აღიარება და მიღწევები ეს შეიძლება იყოს გამოქვეყნებული ნამუშევარი, კლიენტის რევიუ, ონლაინ გამოხმაურება, კოლაბორაცია ცნობილ კომპანიასთან. ყველაფერი, რაც ფრილანსერის შრომას თვალსაჩინოდ წარმოაჩენს. გარდა “საუკეთესო ფრილანსერის” ნომინაციისა, წელს, ბიზნესებს კიდევ 4 კატეგორიაში შეუძლიათ განაცხადის შეტანა:
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა, ასევე, სასურველ კატეგორიაში დარეგისტრირება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: ბიზნეს დაჯილდოება 2025 ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მთავარი პარტნიორია - Visa. მხარდამჭერი - აჭარა ჯგუფი. მედიამხარდამჭერები არიან: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)