|
2025-05-28 13:20:20, 693 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი დასავლეთის სანქციების სიმძიმეს 2026 წლის ზაფხულიდან იგრძნობს
რუსეთი დასავლეთის სანქციების სიმძიმეს 2026 წლის ზაფხულიდან იგრძნობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა. „2026 წლის ივნისში - ყველას გვაქვს იმედი, რომ უკვე ომი აღარ იქნება. მაგრამ ამავდროულად, გვესმის, რომ რუსები სანქციების ეკონომიკურ გავლენას იგრძნობენ, უკვე დაწესებული სანქციებიდან. გვჯერა, რომ 2026 წლის ზაფხულიდან მათი ეკონომიკა ამას ძლიერად იგრძნობს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს მხრიდან რუსეთზე ზეწოლა გაიზარდოს. „ჩვენ აშშ-სგან სანქციებს ველით. ევროპამ ეს უკვე გააკეთა სანქციების მე-17 პაკეტით. ახლა მე-18 პაკეტის დეტალებს პირადად განვიხილავთ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ანტონიო კოშტასთან. ის შეიძლება ძალიან ძლიერი იყოს. თუ ერთ-ერთი ლიდერი არ დაბლოკავს, შეიძლება ძალიან ძლიერი იყოს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ამასთან, კითხვაზე: თეთრ სახლს ის უფრო მეტად აღიზიანებს თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა, რომ პუტინი. „ვფიქრობ, პუტინი. იმიტომ, რომ შეიძლება მე ზოგჯერ უსიამოვნო რაღაც ვთქვა, მაგრამ ყოველთვის სიმართლეს ვამბობ. მე იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ. პუტინმა შეიძლება ზოგჯერ სასიამოვნო რამ თქვას, მაგრამ ტყუილი. ვფიქრობ, თეთრი სახლი ხვდება, რომ პუტინს ნამდვილად არ სურს რაიმეს ისე დასრულება, როგორც ეს თეთრ სახლში სურთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მსოფლიოში გადაადგილებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შედგა: ევროპა ლიდერობს
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)