10:40 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-27 11:00:58, 686 ნახვა

მსოფლიო
კალინ ჯორჯესკუ პოლიტიკიდან მიდის

რუმინეთს პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა

"პირველ რიგში, რუმინეთის პრეზიდენტის არჩევნები დასრულდა. ამასთან დაკავშირებით, გადავწყვიტე დავასრულო ჩემი აქტიური მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში, მიმაჩნია, რომ სუვერენული მოძრაობის ეს ეტაპი დასრულებულია". – დაწერა ჯორჯესკუმ.

პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკის დატოვების შემდეგ, აპირებს მეტი დრო დაუთმოს პირად ცხოვრებასა და ოჯახს.

2024 წელს პრორუსმა ჯორჯესკუმ საპრეზიდენტო არჩევნებში იყარა კენჭი და პირველ ტურში გაიმარჯვა. თუმცა, მოგვიანებით რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტობის კანდიდატი საარჩევნო პროცესში სოციალურ ჩარევაში დამნაშავედ ცნო. პოლიტიკოსი სოციალურ ქსელებში ყალბ ინფორმაციას ავრცელებდა, გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა რუსული სპეცსამსახურების კვალიც.

განაჩენის შემდეგ არჩევნების შედეგები გაუქმდა და რამდენიმე თვით გადაიწია.

2025 წლის მაისში ჩატარებულ ხელახალ არჩევნებზე ჯორჯესკუ არ დაუშვეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსოფლიოში გადაადგილებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შედგა: ევროპა ლიდერობს
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics