13:35 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-26 18:03:10, 696 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ აუცილებლად

ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, ჩვენს გარშემო სვავები არ ჩერდებიან და აგერ უკვე ამ სვავმა მოძებნა ახალი, პიჯაკებში გამოწყობილი, 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები და ფილიპე მახარაძეები , - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას მუდმივი დაცვა და ბრძოლა სჭირდება.

“ყველას ვულოცავ საქართველოს სახელმწიფო თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დღეს. დამოუკიდებლობა და სახელმწიფო ისეთი რამ არის, მუდმივად უნდა დაიცვა, მუდმივად უნდა იბრძოლო, მუდმივად უნდა გაუფრთხილდე იმიტომ, რომ ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, ჩვენს გარშემო სვავები არ ჩერდებიან და აგერ უკვე ამ სვავმა მოძებნა ახალი, პიჯაკებში გამოწყობილი, 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები და ფილიპე მახარაძეები.

რთულია, მძიმე ბრძოლაში ვართ, გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ რა ვქნათ, საქართველო ერთადერთია და მისთვის ბრძოლაც ღირს, ნერვების მოშლაც და ძალიან მომქანცველ, შეუპოვარ ბრძოლაში შესვლაც, ასე რომ ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ აუცილებლად”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics