|
2025-05-20 09:31:05, 1378 ნახვა
საზოგადოება
20 მაისი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის აღმოსავლეთიდან შემომავალი გრილი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ღამით დასავლეთის, დღისით აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +6, +11°, დღისით +24, +29°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +20, +25°; მაღალ მთაში ღამით +2, +7°, დღისით +18, +23°. აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევარში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +7, +12°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით +3, +8°, დღისით +18, +23°; მაღალ მთაში ღამით +1, +6°, დღისით +11, +16°, ზოგან +21°-მდე. თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის ბოლოს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +11°.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)