14:24 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-17 13:19:50, 894 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი

ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„მსგავსი შეხვედრა, ორივე მხარის დელეგაციების მუშაობის შედეგად, დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემდეგ არის შესაძლებელი. მიგვაჩნია, რომ ეს შესაძლებელია“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, 16 მაისს სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთისა და უკრაინის „დელეგაციები შეთანხმდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის პირობების სიებს შეადგენენ და გაცვლიან“.

„სამუშაოები გრძელდება. რუსული მხარე ასეთ სიას მოამზადებს და მას უკრაინულ მხარესთან გაცვლის“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics