|
2025-05-14 19:46:35, 972 ნახვა
სამართალი
8 პირის პროცესი 23 მაისს გაგრძელდება – დღევანდელ სხდომაზე 5 მოწმე პოლიციელი გამოიკითხა
თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული 8 პირის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის 5 მოწმე პოლიციელი გამოიკითხა, ხუთივე მათგანს საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს. საქმეზე მომდევნო სხდომა 23 მაისს, ისევ მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. დღეს გამოკითხული ხუთივე მოწმე პოლიციელი: ნიკოლოზ ხურცილავა, ლაშა ბუიღლიშვილი, ივანე კაპანაძე, საბა ნაბახტეველი, ნიკოლოზ მანჯავიძე და გრიგოლ ჭანტურიძე, აღნიშნავდნენ რომ არ ახსოვთ ვისგან ნასროლი ქვა მოხვდათ. გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე მოწმე პოლიციელებმა თქვეს, რომ მათგან სისხლით დასვრილი ფორმები, ნივთმტკიცებად არ ამოუღიათ. დღევანდელ პროცესზე ბოლოს გამოკითხულმა მომწე პოლიციელმა ლაშა ბუიღლიშვილმა განაცხადა, რომ ქვა მოხვდა მუცელში, ასევე "შუბლის არეში", რის შედეგადაც ჰქონდა ნახეთქი ჭრილობდა. მისი თქმით, დაზიანება პირველი დეკემბრის აქციაზე მიიღო. ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა ბუიღლიშვილს ჰკითხა, შეესწრო თუ არა "ძალადობის ორგანიზების ფაქტს"? რაზეც მოწმემ განაცხადა: ავსაჯანიშვილმა ბუიღლიშვილს ჰკითხა, დაისვარა თუ არა მისი საწვიმარი სისხლით, რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ "ძაანაც არ დასვრილა" და თუ უნდა შეუძლია სურათი აჩვენოს. ავსაჯანიშვილი: - ტელეფონში გაქვთ? ადვოკატმა სხდომაზე მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა და ლაშა ბუიღლიშვლის ტელეფონიდან აღნიშნული სურათის გამოთხოვა მოითხოვა. მოსამართლე მჭედლიშვილმა ავსაჯანიშვილის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. აქციების დროს დაკავებული 8 პირის პროცესზე, უკვე ჯამში 10 მოწმე პოლიციელია გამოკითხული. სამ ბრალდებულს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან - მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ხუთს კი - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გიორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)