|
2025-05-14 17:10:14, 945 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკმა განახლებადი ენერგიის სფეროში მწვანე ვაჭრობის ხელშეწყობისთვის EBRD-ისგან ჯილდო მიიღო
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ბანკი განახლებადი ენერგიის სფეროში მწვანე ვაჭრობის განვითარებისთვის დააჯილდოვა. საქართველოს ბანკმა აღიარება იტალიიდან აღჭურვილობის იმპორტისა და გურიის რეგიონში ჰიდროელექტრო სადგურზე მათი ინტეგრაციის პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის მოიპოვა. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყანაში განახლებადი ენერგიის გამომუშავებას, რაც წლიურად 20 000-ზე მეტი მსუბუქი ელექტრო ავტომობილის მიერ მოხმარებული ენერგიის ეკვივალენტია. აღნიშნული ჯილდო აღიარებს იმ ბანკების წვლილს, რომლებმაც გასული წლის განმავლობაში, EBRD-ის სამიზნე რეგიონებში მწვანე ტექნოლოგიებითა და მდგრადი მასალებით ვაჭრობას ხელი შეუწყვეს. ჯილდო ასევე წარმოაჩენს იმ ინსტიტუტებს, რომლებიც მწვანე ეკონომიკაზე გადასვლას ერთგულად და თანმიმდევრულად უჭერდნენ მხარს. „მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ მტკიცე პარტნიორობას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან. ვამაყობთ, რომ EBRD-იმ მწვანე დაფინანსების სფეროში ლიდერობისთვის ასევე, მწვანე ეკონომიკის განვითარების მხარდაჭერაში შეტანილი წვლილისთვის დაგვაჯილდოვა. როგორც მწვანე დაფინანსების სფეროში საქართველოში წამყვანი ბანკი ჩვენ განახლებადი ენერგიის პროექტებისა და მდგრადი ვაჭრობის მხარდაჭერას სტრატეგიულ პრიორიტეტებად მივიჩნევთ. ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ერთგულებას, მდგრადი დაფინანსების გზით შევქმნათ გრძელვადიანი ღირებულებები როგორც ჩვენი მომხმარებლებისთვის, ისე ეკონომიკისა და გარემოსთვის“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. „ვამაყობთ, რომ წარმოვაჩენთ ჩვენი გრძელვადიანი პარტნიორის, საქართველოს ბანკის ურყევ ერთგულებასა და ლიდერობას მწვანე დაფინანსების სფეროში. ვიმედოვნებთ, რომ ეს პროექტი არა მარტო გაძლიერებს საქართველოს განახლებადი ენერგიის შესაძლებლობებს, არამედ დააწესებს სტანდარტებს რეგიონში სხვა ინსტიტუტებისთვისაც, რომელთა მიზანია მდგრადი მომავლის ხელშეწყობა“, - განაცხადა შონა ტატჩელმა, EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის ხელმძღვანელმა. (R)
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)