17:08 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-09 11:51:47, 865 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი - მთელი ქვეყანა მხარს უჭერს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებს

სიმართლე და სამართლიანობა ჩვენ მხარესაა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსკოვის წითელ მოედანზე სიტყვით გამოსვლიას განაცხადა, სადაც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი მიმდინარეობს.

მისი თქმით, მთელი რუსეთი მხარს უჭერს ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებს და ამაყობს მათი სულისკვეთებით.

„მთელი ქვეყანა, საზოგადოება და ხალხი მხარს უჭერს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებს. ჩვენ ვამაყობთ მათი გამბედაობითა და მონდომებით, სულის იმ ძალით, რომელიც ყოველთვის მხოლოდ გამარჯვებას გვანიჭებდა“, - განაცხადა პუტინმა.

მოსკოვის „წითელ მოედანზე“ დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი მიმდინარეობს.

აღლუმის მონაწილეებს შორის არიან სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც უკრაინასთან ომში მონაწილეობენ.

„აღლუმში 11 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, რომელთაგან 1 500 სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეა,“ - აღნიშნულია კრემლის ინფორმაციაში.

რუსული მედიის ინფორმაციით, ღონისძიებას უცხო ქვეყნების 29 ლიდერი ესწრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics