15:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-08 18:41:20, 741 ნახვა

პოლიტიკა
თაზო დათუნაშვილი - სანქციები მხოლოდ გაღრმავებისკენ წავა, ვიდრე არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები,

ესტონეთის სანქციებიც ადასტურებს, რომ არავის ამ ქვეყანაში არ გაუვა საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობა , - ასე გამოეხმაურა „ლელო - ძლიერი საქართველოს” წევრი, თაზო დათუნაშვილი ესტონეთის მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას.

თაზო დათუნაშვილის განცხადებით, სანქციები მხოლოდ გაღრმავებისკენ წავა მანამ, სანამ ახალი არჩევნები არ ჩაინიშნება.

„მაშინ, როდესაც ხელისუფლება ძალადობას, უვარდება აქტივისტებს სახლებში, აწიოკებს პატარა ბავშვებს და ორსულ ქალებს, როდესაც ჯოჯოხეთს ვხედავთ, აბსურდს, რომელიც მიმდინარეობს პოლიტპატიმრების პროცესზე, როდესაც ხელისუფლების მეტი და მეტი წარმომადგენლები ისვრებიან იმ ბოროტებაში, რასაც საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა ჰქვია, ამ ყველაფერს მოჰყვება მეტი რეაქცია ჩვენი მეგობრებისგან, მეტი სანქცია, ქართველი ხალხის მეტი მხარდაჭერა და ესტონეთის სანქციებიც ამას ადასტურებს, რომ არავის ამ ქვეყანაში არ გაუვა საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობა, ჩვენი დემოკრატიის, დამოუკიდებლობის ხელყოფა და ამაში საქართველო და ჩვენი თანამოქალაქეები არ ვართ მარტოები, ჩვენი მეგობრები ჩვენს გვერდით დგანან. ესტონეთს სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან. ეს სანქციები მხოლოდ გაღრმავებისკენ წავა მანამ, სანამ ახალი არჩევნები არ ჩაინიშნება,პოლიტპატიმრები არ იქნებიან გამოშვებული და ამ ქვეყანაში დემოკრატია არ დაუბრუნდება თავის ჩვეულ რელსებს“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics