18:00 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-08 18:01:10, 875 ნახვა

მსოფლიო
ევროპარლამენტის ანგარიში - „თურქეთის მთავრობის დემოკრატიული უკუქცევის გამო, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ვერ განახლდება“

ევროპარლამენტმა მიიღო ანგარიში, რომლის მიხედვითაც, „თურქეთის მთავრობის დემოკრატიული უკუქცევის გამო, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ვერ განახლდება“.

ანგარიშს ევროპარლამენტის 367-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 74 წინააღმდეგი იყო, 188-მა კი თავი შეიკავა.

„თურქეთის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის დემოკრატიული და პროევროპული მისწრაფებების მიუხედავად, არსებულ ვითარებაში, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის განახლება შეუძლებელია“, – განაცხადეს ევროპარლამენტარებმა.

ანგარიშის თანახმად, „ევროპარლამენტარები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ თურქეთში დემოკრატიული სტანდარტების გაუარესებისა და კრიტიკული ხმების დაუნდობლად ჩახშობის გამო“.

ანგარიშის მიხედვით, „ევროპარლამენტარები თურქეთის ხელისუფლებას მშვიდობიანი მასობრივი საპროტესტო აქციების სასტიკ ჩახშობასა და ასობით მომიტინგის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაში ადანაშაულებენ“. ასევე, ევროპარლამენტარები სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს სისხლისსამართლებრივ დევნას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

ევროპელი პარლამენტარები აცხადებენ, რომ დარწმუნებული არიან, „თურქეთის ამჟამინდელი მთავრობის ეს ქმედებები ქვეყანას კიდევ უფრო აახლოებს სრულიად ავტორიტარულ მოდელთან“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics