|
2025-05-06 15:10:17, 729 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა - ჯო უილსონი თაღლითი კონგრესმენია და ყიდის დროშებს, რომ ფული გააკეთოს
ე.წ მავნებლური აქტი დავარქვათ, რადგან მას არანაირი კავშირი არ აქვს მეგობრობასთან, ჩვენს ქართულ სახელმწიფოსთან და საქართველოს ინტერესებთან - ეს არის უილსონის ინიცირებული სიგიჟე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან „MEGOBARI აქტზე“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მათთვის „MEGOBARI აქტი” ნულოვანია და არანაირ ინტერესს და ღირებულებას არ წარმოადგენს. „მაგალითად, ჩემ „ხაბეს“ უფრო მეტი ავტორიტეტი აქვს. იმას უფრო გაცილებით მეტი წონა აქვს, ვიდრე უილსონს. ეს არის უილსონის ინიცირებული სიგიჟე. უილსონი ხომ იცით რომელი კონგრესმენია? ხაზარაძეები რომ დაპატიჟა, ძვირი რომ გადაახდევინა ინაუგურაციის ბილეთებში და მერე წვიმაში დააყენა. თაღლითია - კაცი კონგრესმენია და ყიდის დროშებს, ემბლემებს და რაღაცებს, რომ ფული გააკეთოს. ამ ღირებულის და მორალის მქონე კაცია ავტორი ამ ე.წ აქტის, რომელშიც წერია, რომ საქართველომ თურმე ევროპულ ღირებულებებს და კურსს გადაუხვია, იმიტომ რომ ჩინეთთან გააფორმეს ხელშეკრულება და ანაკლიის პორტში შემოიყვანესო. პირადად მე 7-ჯერ და ჩვენს ლიდერებს კიდევ უფრო მეტი ბრიფინგი გვქონდა, რომ იქნებ ამერიკელები დაინტერესებულიყვნენ ანაკლიის პორტით - არც დაინტერესებულან, რომ იქნებ შემოსულიყვნენ და კაპიტალი ჩაედოთ. ჩინეთთან ურთიერთობას ჩვენ გვამადლით და გვსაყვედურობთ? ევროკავშირში არაფერი არ დარჩა - საფრანგეთი თუ ევროპის სხვა ქვეყნები, სადაც არ ეახლნენ და მოკავშირეობის ხელშეკრულება არ დადო ზოგმა სტრატეგიული, ზოგმა მემორანდუმი და ეს ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ. ესე იგი, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ გამჭვირვალობის კანონი და ჩვენ არა. ჩვენთვის ნულოვანია, არანაირ ინტერესს და ღირებულებას არ წარმოადგენს ეს ე.წ აქტი. თან ამას მხარი ისეთმა ადამიანებმა დაუჭირეს, ვინც თავის დროზე ტრამპის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი. ეს ხალხი ჩვენ დაგვინდობდა? ტრამპს დამატებითი აქტები არ სჭირდება, რომ ჩვენი რომელიმე ლიდერი ან ქვეყანა დაასანქციროს. ეს არის ჩვეულებრივი უილსონის მიერ შეთითხნილი და გარკვეული ლობისტური ჯგუფების მიერ დაქირავებული გარკვეული დემოკრატების მთელი არმია, 300-მდე კაცი და რესპუბლიკელების ნაწილი, რომელიც თვითონ ტრამპის იმპიჩმენტს ითხოვდა. და ეს ხალხი ჩვენ დაგვინდობდა? - ბუნებრივია, არა. და ბოლოს, ამერიკულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზება მიდის. შეგახსენებთ რამდენიმე ფაქტორს: გახსოვთ, ლუციფერს რომ ჰგავდა თეთრი სახლის სპიკერი [მეთიუ მილერი], დღე არ გავიდოდა რომ ჩვენი ქვეყანა არ გაეშავებინა - სანქცია და რაღაც სიგიჟეებს იძახდა, დამთავრდა ეს, სადმე ჩანს, ვინმე ახსენებს სადმე საქართველოს? ჩასული იყო ჩვენი დელეგაცია დავითაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნულ ბანკთან ერთად, საინტერესო შეხვედრები გაიმართა. ასე რომ ნორმალიზება მიდის ჩვენი პროცესების. იმათი არეულის დალაგება მიდის ახლა. ყველაფერი კარგად იქნება. ეს მავნებლებს აქ უხარიათ - ირბინონ, უილსონები არიან თვითონ, გონჩარენკოები, ამათი ნამოქმედარით გაიხარონ გული, ჩვენ კი საქმეს გავაგრძელებთ”, - განაცხადა ზარქუამ. ამასთან, ზარქუამ ისაუბრა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე, რომელიც 26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტის შექმნას გულისხმობს. ზარქუას თქმით, “სალომე ზურაბიშვილის ვიღაცამ უნდა უთხრას, რომ პრეზიდენტი აღარ არის”. “ვისაც ჯერ კიდევ, ამ გაფრენილი ქალის სჯერა - ჯერ ქარტია შექმნა და იქ ვიღაცები შევიდნენ, ვიღაცები არა. შემდეგ თქვა, ქარტიამ არ გაამართლაო და წინააღმდეგობის პლატფორმა შევქმნათო. ამას ვიღაცები სკეპტიკურად შეხვდნენ. ახლა, თურმე, 26 მაისის კომიტეტი უნდა იყოს. ვიღაცამ უთხრას, რომ პრეზიდენტი აღარ არის - აღლუმს იბარებს? იქ "ხაბე" არ მივა, მასზე გაბრაზებულია, არ დაეწყობიან. მის ღონისძიებაზე მაქსიმუმ "ჩერგომ" ჩაიშხუილოს და "ბოკუმ"-ბოკუჩავამ. მისი საქმე აღლუმის მიღება-ჩაბარება არ არის და რის ორგანიზებას აკეთებს? კიდევ ერთი გიჟი ჰყავთ, რომელმაც თქვა, სექტემბერში არჩევნებს მობილურებით ჩავატარებთო - დატენეთ, რა. გეუბნებით, ეს იდეა აქვთ. შეიძლება, არჩევნები მობილურებით გაყალბდეს და ფაქსებით ჩაატარონ, რომელსაც შემდეგ ლეგიტიმაციას მივანიჭებთ. ამ ადამიანებზე სერიოზულად როგორ ვილაპარაკოთ, გიჟების დოღია”, - განაცხადა ზარქუამ.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)