|
2025-05-04 17:24:28, 1074 ნახვა
მსოფლიო
რობერტ ფიცო 9 მაისს მოსკოვში გამგზავრებაზე - ვაპირებ წასვლას და წერტილი
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმზე დასასწრებად მოსკოვში გამგზავრებას გეგმავს. გამოცემა „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ფიცომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ვაპირებ 80 წლის იუბილეზე წასვლას და წერტილი“, - აღნიშნა ფიცომ. ამასთან, სლოვაკეთის პრემიერმა გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინა 9 მაისს მოსკოვში სხვა ქვეყნების წარმომადგენლების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს. „დიდი უპატივცემულობაა, როდესაც ვინმე ეუბნება ქვეყანას, რომელმაც ყველაზე მეტი წვლილი შეიტანა ფაშიზმზე გამარჯვებაში და ყველაზე მეტი დანაკარგი განიცადა: იზეიმეთ, შეგვიძლია დრონი ჩამოგიგდოთ. ამის ადგილი თანამედროვე პოლიტიკაში არ არის“, - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა. მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ფიცოს გარდა 9 მაისის აღლუმს დაესწრებიან : სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო, ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა, კუბის პრეზიდენტი მიგელ დიას-კანელი, ბურკინა ფასოს პრეზიდენტი იბრაჰიმ ტრაორე, ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)