|
2025-05-04 10:03:41, 738 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - უნგრელების 70% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
უნგრელების 70% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, საჭირო არაა თქვენს არჩევნებში ჩვენი ჩათრევა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უნგრელების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პოზიციის მიუხედავად, რომელმაც შესაბამისი ღია გამოკითხვა დააინიცირა. “სხვათა შორის, ორბანის ოპოზიციამ ღია გამოკითხვა მოამზადა ყველა უნგრელისთვის. 70% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. ანუ უნგრეთში ხალხი ჩვენ მხარესაა. თქვენ იცით, რომ მან [ორბანმა] გამოკითხვა მოამზადა - იქ ვითომ ხალხი ჩვენ წინააღმდეგაა. ის აკონტროლებდა ამ გამოკითხვას. მაგრამ არის სხვა გამოკითხვა, და იქ 70% უკრაინის მხარესაა,” - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის საკითხის წამოწევა უნგრეთში შიდა პოლიტიკურ ბრძოლას უკავშირდება.
“უბრალოდ საჭირო არაა საკუთარ არჩევნებში ჩვენი ჩათრევა. ის [ორბანი] აკეთებს ამას. იმით, რომ ევროკავშირში გვბლოკავს. საბოლოო ჯამში ეს მეთოდიკა მომგებიანი არ იქნება. რატომ? ვინაიდან ყველაფრის მიუხედავად ხალხი იქ უკრაინის მხარესაა. როგორც არ უნდა ამუშავებდეს ის [ორბანი]. რაღაც პროცენტს დაამუშავებს, მაგრამ არ შეიძლება უბრალოდ სიძულვილით მუდამ გამარჯვება,” - განაცხადა ზელენსკი. მისი თქმით, ორბანი “ძალიან სახიფათო რაღაცებს” აკეთებს. “ამას ვხედავთ და ყურადღებით ვადევნებთ თვალს. კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს სხვა პარტნიორებთან და ვიძლევით სიგნალს - ის, რასაც ის აკეთებს - სახიფათოა ევროკავშირისთვის,” - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)