16:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-30 14:25:54, 565 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ფაქტი, რომ დღეს არცერთი საერთაშორისო წვრთნა არ ტარდება, ძალიან დიდი ტკივილია ქვეყნისთვის
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

არ ვიცი, რამდენადაა მისალოცი, როცა ვუყურებთ, თუ რა დღეშია ჩვენი თავდაცვის ძალები - ჩვენი სუვერენობა, დამოუკიდებლობა, ჩვენი შინაგანი დამოუკიდებლობაც ბევრად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დღეშია ის, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მძიმეა ის ფაქტი, როცა დღეს არცერთი საერთაშორისო წვრთნა აღარ ტარდება.

„მინდა მივულოცო თავდაცვის ძალებს დღევანდელი დღე. არ ვიცი რამდენადაა მისალოცი, როცა ჩვენ ვუყურებთ თუ რა დღეშია ჩვენი თავდაცვის ძალები: ერთი მხრივ, ის შეურაცხყოფა და დისკრედიტაცია, რაც მოუწყვეს ე.წ. კომისიაში და მეორეს მხრივ, და ეს შეიძლება უფრო მძიმე იყოს ჩვენთვის და მომავლისთვის, ის ფაქტი, რომ დღევანდელ დღეს არ ტარდება არცერთი ის საერთაშორისო წვრთნები, რითაც ჩვენი ჯარი ბოლო წლებში ვითარდებოდა და სტანდარტების ამაღლება ამაზე იყო დამოკიდებული. ეს არის ძალიან დიდი ტკივილი მთელი ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ ჩვენი სუვერენობა, დამოუკიდებლობა, ჩვენი შინაგანი დამოუკიდებლობაც ბევრად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დღეშია ჩვენი თავდაცვის ძალები“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics