|
2025-04-29 19:37:13, 976 ნახვა
სამართალი
პროკურორი ნიკა მელიაზე - იყო მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
პროკურორ ნათია თათიაშვილის განცხადებით, პროკურატურამ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ნიკა მელიამ ნამდვილად ჩაიდინა კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, რაც გამოიხატა მელიას მიერ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობაში. შესაბამისი განცხადება პროკურორმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. “დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განიხილებოდა ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრის საკითხი. არსებობდა , როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები, აღნიშნულის დასასაბუთებლად ჩვენ სასამართლოს წარვუდგინეთ დოკუმენტაცია, რატომ უნდა ყოფილიყო ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული გირაო 50 000 ლარის ოდენობით. ფაქტობრივი საფუძვლებთან მიმართებით საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ნამდვილად ჩაიდინა კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, რაც გამოიხატა მის მიერ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობაში. რაც შეეხება ფორმალურ საფუძვლებს, ამ შემთხვევაში ორ საფრთხეზე გვქონდა საუბარი, ეს იყო მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. ორივე საქმესთან დაკავშირებით შუამდგომლობა მოსამართლემ გაიზიარა, შესაბამისად დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა”,- განაცხადა პროკურორმა. კითხვაზე, თუ რას უპასუხებდა ნიკა მელიას კითხვას, საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, რა კითხვითაც მელიამ მოსამართლეს და პროკურორ სხდომის მიმდინარეობისას მიმართა, პროკურორმა განაცხადა, რომ “ეს კითხვა ისმოდა მათი მხრიდან, თუმცა ეს არის მათი სუბიექტური შეფასება, რაც მიმართული იყო პასუხისმგებლობისგან თავის არიდებისკენ”. “დღეს ნამდვილად არ ფასდებოდა საკითხი კომისიის ლეგიტიმაციაზე და კომისიის ჩამოყალიბების კანონიერებაზე. დღეს ფასდებოდა ბრალდებულის ქცევა, რომელიც გამოიხატა კომისიაში არ გამოცხადებით. ის ფაქტი, რომ კომისია შექმნილია ლეგიტიმურად თუ არა ეს დღევანდელი სხდომის განხილვის საკითხი არ არის. აქვე დავძენ, რომ კომისია შესაბამისი წესების საფუძველზეა შექმნილი. განსაზღვრულია წევრთა რაოდენობაც და ტარდება საგამოძიებო სხდომებიც”,- განაცხადა პროკურორმა. ინფორმაციისთვის, კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა მიიღო. მან ბრალდებულს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრა. შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა. აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)