|
2025-04-29 19:31:15, 1101 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინელი ჟურნალისტი როშჩინა რუსეთის რეჟიმმა სიკვდილამდე სასტიკად აწამა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინელი ჟურნალისტის, ვიქტორია როშჩინას ცხედარი, რომელიც ტყვეობაში გარდაიცვალა, შინაგანი ორგანოების გარეშე დააბრუნა, - იტყობინება გამოცემა „მნიშვნელოვანი ისტორიები“ გამოცემის წყაროს ცნობით, ორგანოები განზრახ ამოიღეს, რათა დამალულიყო იმ სასტიკი წამების კვალი, რომელსაც როშჩინა სიკვდილამდე დაექვემდებარა. ჟურნალისტის ცხედარი სამშობლოში თებერვლის ბოლოს დააბრუნეს, თუმცა ეს აქამდე არ გახმაურებულა, რადგან დნმ-ის ტესტები მიმდინარეობდა. 24 აპრილს უმაღლესმა რადამ დაადასტურა, რომ ეს იყო როშჩინას ნეშტი. „სხეულს რამდენიმე ორგანო აკლდა: თვალის კაკლები, ტვინი, ხორხის ნაწილი და მოტეხილი იყო ჰიოიდური ძვალი“, - განუცხადა ვიქტორია როშჩინას გარდაცვალების გამოძიების დეტალებში ჩახედულმა წყარომ გამოცემა Important Stories-ს. გამოძიება უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ 2025 წლის მარტში დაიწყო. უკრაინის გენერალური პროკურორის წარმომადგენელმა, იური ბელუსოვმა, გამოცემას წამებისა და სასტიკი მოპყრობის მრავალი სხვა კვალის შესახებაც მოუყვა, კერძოდ, მთელ სხეულში სისხლდენის, ნეკნის მოტეხილობისა და ფეხებზე დენის კვალის შესახებ. თავის მხრივ, უკრაინის უსაფრთხოების ძალების წყარომ განაცხადა, რომ რუსეთი ზოგჯერ უკრაინელების ცხედრებს შინაგანი ორგანოების გარეშე აბრუნებს, ამას ცხედრების დამუშავების პროტოკოლებით ხსნის, თუმცა მიზეზი შეიძლება ასევე იყოს წამების კვალის დამალვის მცდელობა. ფრილანსერი ჟურნალისტი ვიქტორია როშჩინა 2023 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინაში გაუჩინარდა. 2024 წლის 17 აპრილს როშჩინას ოჯახმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან წერილი მიიღო, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ჟურნალისტი რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. გამოცემა „Slidstvo.Info“-ს მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, გარდაცვალებამდე როშჩინამ 30 კილოგრამამდე დაიკლო. გოგონას მამამ ასევე მიიღო წერილი რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან 2024 წლის 10 ოქტომბერს, რომელშიც ნათქვამია, რომ ვიქტორია გარდაიცვალა 2024 წლის 19 სექტემბერს, რუსეთის ტყვეობაში, თუმცა მისი გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით არანაირი დამადასტურებელი დოკუმენტი ან დეტალი არ იყო მოწოდებული. ამ ფონზე, გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტებმა მოუწოდეს რუსეთის მთავრობას, დაუყოვნებლივ დაადასტუროს ეს ინფორმაცია. „როშჩინა, სავარაუდოდ, ტაგანროგის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა, ადგილი, რომელიც ადამიანის უფლებათა დამცველების თქმით, წამებით არის ცნობილი. დაბრუნებული დაკავებულები ელექტროშოკების, სასტიკი ცემის, სექსუალური ძალადობის და სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის შესახებ იუწყებიან“, - ნათქვამია გაეროს პრესრელიზში.
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)