22:23 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-28 16:37:11, 718 ნახვა

მსოფლიო
ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთში ელექტროენერგია მასშტაბურად გაითიშა

ესპანეთის, პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაწილებში ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვა მოხდა, რამაც აეროპორტებისა და ტრანსპორტის შეფერხება გამოიწვია. ინფორმაციას The New York Times ავრცელებს

"გათიშვა ევროპული ელექტროქსელში შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია. გათიშვამ ასევე იქონია გავლენა ესპანეთისა და საფრანგეთის რეგიონებზე, მაღალი ძაბვის ხაზებში ხარვეზების გამო". - გამოცემის ცნობით, ნათქვამია პორტუგალიის სახელმწიფო ენერგომიმწოდებელი კომპანიის განცხადებაში. 

კომპანიის თქმით, მასშტაბური გათიშვა ესპანეთის მასშტაბით მოხდა, მათ შორის, კატალონიის, ანდალუსიის, არაგონის, ნავარის, ბასკების ქვეყნის, კასტილია და ლეონის, ექსტრემადურასა და მურსიის ავტონომიურ გაერთიანებებში. 

საფრანგეთში, პორტუგალიური ენერგომიმწოდებლის განცხადებით, "ელექტროენერგიის გათიშვა მოხდა ბურგუნდიის რეგიონში". 

ესპანეთის სახელმწიფო ელექტროენერგიის კომპანიამ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღდგა. 

მიზეზი, რამაც სამი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვა გამოიწვია, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. თუმცა, როგორც NYT წერს, გათიშვის ეფექტები რეგიონის ქალაქებში მკვეთრად იგრძნეს. 

შემთხვევის გამო, რეგიონის მასშტაბით შეფერხებით მუშაობენ აეროპორტები, მეტრო და სარკინიგზო ხაზები. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics