|
2016-03-15 16:12:49, 1149 ნახვა
მსოფლიო
რუსულმა თვითმფრინავებმა სირიის ტერიტორია დატოვეს
სირიის ტერიტორია პირველმა რუსულმა თვითმფრინავებმა დატოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც რუსეთის სამხედრო უწყებაში აცხადებენ, თვითმფრინავების პირველ ჯგუფში შედიან მრავალფუნქციური ბომბდამშენები სუ-24-ები და სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავი ტუ-143 ან ილ-76, რომელსაც პერსონალი, ასევე მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა გადააქვს. მათივე ინფორმაციით, რუსეთი კვლავ განაგრძობს საჰაერო დარტყმებს და სირიის ტერიტორიაზე ასობით კონტინგენტს დატოვებს. რუსეთის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ თვითმფრინავები აეროდრომებზე განთავსდებიან. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას რუსული სააგენტო Inter-Fax-იც ავრცელებს. როგორც სააგენტო იტყობინება რუსეთი სირიის ტერიტორიაზე 800 მებრძოლის დატოვებას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სირიიდან რუსული სამხედრო ძალების გაყვანის ბრძანება გუშინ გასცა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)