16:47 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-25 13:26:30, 881 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კუპრაძე - ირაკლი ღარიბაშვილი გაექცა სანქციებს და კრიზისს

„ქართული ოცნება“ არის რღვევის პირას და ამ ყველაფერს ფუთავს საკადრო გადაადგილებებით, საკადრო ცვლილებებით, განახლების ყალბი პროცესით,- ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ „ქართულ ოცნებას“ დატოვებასა და პოლიტიკიდან წასვლას.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი გაექცა სანქციებს და იმ კრიზისს, რომელშიც იმყოფება „ქართული ოცნება“.

„ძლიერი პოლიტიკური პარტიიდან არ მიდის პარტიის თავმჯდომარე. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გაექცა სანქციებს და იმ კრიზისს, რომელშიც იმყოფება „ქართული ოცნება“. ივანიშვილის გუნდი დღეს არის ჩაძირული გემი, რომლიდანაც გარბიან ადამიანები სანქციების შიშით. მათ არ უნდათ აიღონ პასუხისმგებლობა იმ რუსულ საქმეზე, რომელსაც აწარმოებს ბიძინა ივანიშვილი. ცხადია, რომ „ქართული ოცნება“ არის რღვევის პირას და ამ ყველაფერს ფუთავს საკადრო გადაადგილებებით, საკადრო ცვლილებებით, განახლების ყალბი პროცესით. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ პირიქით, ძალაუფლება უფრო კონსოლიდირებული ხდება ივანიშვილის და მისი დავალებების შემსრულებელ ირაკლი კობახიძის დაქვემდებარებაში მყოფ ადამიანებს შორის“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი "ქართულ ოცნებას" ტოვებს და პარტიიდან მიდის. ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„თითოეული ნაბიჯი, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამიდგამს, კონკრეტულ მიზანს ეფუძნებოდა - ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მსახურებას და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებას. შესაბამისად, ჩემი მთავარი მოტივაციაც, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი პატრიოტის, ყოველთვის იყო სამშობლოს სიყვარული და აქედან გამომდინარე, ჩემი გულწრფელი და ძლიერი სურვილი, რომ ერთი მყარი აგური მეც დამედო ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics