|
2025-04-25 11:51:44, 739 ნახვა
ეკონომიკა
„ბანგკოკი” - აზიური რესტორანი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
9 წლის წინ ადგილობრივ ბაზარზე აზიური სამზარეულოს რესტორანი „ბანგკოკი“ გამოჩნდა, რომელსაც ქართულ გემოებთან ადაპტირებული მენიუ გამოარჩევს. ერთი მხრივ, მიზანი აზიური კერძების პოპულარიზაცია იყო; მეორე მხრივ კი, დამფუძნებელს — ზურაბ ჯიშიაშვილს და ირაკლი პიტიურს სურდათ, თითოეული მათგანის არომატი ჩვენს რეცეპტორებთან ბალანსში ყოფილიყო. დღეისათვის საქართველოს ბაზარზე, “ბანგკოკი” ერთ-ერთი პირველი აზიური სწრაფი კვების ქსელია, რომელიც იაპონურ, ტაილანდურ და ჩინურ სამზარეულოებს აერთიანებს. „„ბანგკოკი“ ქართულ გემოებთან მაქსიმალურად ადაპტირებული სარესტორნო ქსელია. ასევე, ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი ყოველთვის მაღალი ხარისხის პროდუქციაა — მხოლოდ ჯანსაღ და ახალ პროდუქტებს ვიყენებთ. დიდ ყურადღებას ვუთმობთ სოუსების არომატებსაც, რომლებსაც თავად ვამზადებთ. ამავდროულად, „ბანგკოკის“ მენიუს მრავალფეროვნებაც გამოარჩევს — გარდა ატრიისა და სუშისა, გვაქვს ჯანსაღი მიმართულებაც“, — აღნიშნავს „ბანგკოკის“ მენეჯერი, მაგდა მაკარაძე. ნებისმიერი ბიზნესის განვითარებას გარკვეული ფინანსური ხელშეწყობა სჭირდება. ვინაიდან აზიური რესტორნების უდიდესი ნაწილი ძირითადად იმპორტირებულ პროდუქციას იყენებს, ხარჯი საკმაოდ დიდი, ხოლო მომგებიანობის მარჟა დაბალია. „ბანკის დახმარების გარეშე, ვერ შეძლებ გაფართოებას. ჩვენს შემთხვევაში კი, ამ როლს თიბისი ითავსებს — მცირე ბიზნესად ჩამოყალიბების პერიოდიდან დღემდე, ნებისმიერ წამოწყებაში მოგვყვებიან. სამომავლოდ საწყობისა და საწარმოს მშენებლობასაც ვგეგმავთ — თიბისის მხარდაჭერის გარეშე კი, ამას ნამდვილად ვერ მოვახერხებდით”, - ამბობს მაგდა. „ბანგკოკის“ გეგმავს არა მხოლოდ თბილისის, არამედ ქვეყნის მასშტაბით გაფართოებას და სამომავლოდ საერთაშორისო ბაზარზე გასვლას.
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)