|
2016-03-15 15:25:45, 670 ნახვა
სამართალი
განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ვაჟა ნაჭყებია დამნაშავედ სცნო, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით. „სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ 2015 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 20:00 საათზე ქ.თბილისში, დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის N6 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზარალებულ მანუჩარ მაისურაძეს მისი მეუღლის შეურაცხყოფის გამო, შელაპარაკება მოუვიდა 1992 წელს დაბადებულ ვაჟა ნაჭყებიასთან, რასაც მათ შორის ჩხუბი მოჰყვა. ჩხუბის დასრულების შემდეგ, ვაჟა ნაჭყებიამ შურისძიების მოტივით, განზრახ მკვლელობის მიზნით მანუჩარ მაისურაძეს ზურგში დაარტყა დანა, რის შემდეგაც იგი კვლავ ცდილობდა წაქცეული დაზარალებულისთვის დანის განმეორებით დარტყმას, თუმცა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შესძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ვაჟა ნაჭყებია დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. მოსამართლემ ბრალდებულ ვაჟა ნაჭყებიას ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)