17:02 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-23 20:13:27, 977 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - მადლობა პრეზიდენტ სააკაშვილს ნდობისთვის, ეს მაძლიერებს

მადლობა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ნდობისთვის - პრეზიდენტის ამგვარი მხარდაჭერა მაძლიერებს მეც და მთელ პარტიას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ის მთლიანად უჭერს მხარს პარტიის ლიდერებს.

როგორც ბოკუჩავა წერს, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც „ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან წინააღმდეგობის მთავარი ფრონტი და ფლაგმანია“.

„სრულიად გასაგებია, რატომ ხდება „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად ივანიშვილის სამიზნე, რადგან სწორედ ჩვენი პარტია, სწორედ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა რიგითი წევრი და მხარდამჭერი არის ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან წინააღმდეგობის მთავარი ფრონტი და ფლაგმანი. ასე იქნება საბოლოო გამარჯვებამდე“,- წერს ბოკუჩავა „ფეისბუქზე“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics