01:32 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-21 15:55:39, 849 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი პაპის გარდაცვალებაზე — ის ლოცულობდა უკრაინელი ხალხისა და უკრაინაში მშვიდობისთვის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას ეხმაურება.

ის წერს, რომ "მან იცოდა, როგორ მიეცა იმედი, როგორ შეემსუბუქებინა ტანჯვა ლოცვით და როგორ ხელი შეეწყო ერთიანობისთვის. ის ლოცულობდა უკრაინელი ხალხისა და უკრაინაში მშვიდობისთვის".

"მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში გლოვობს პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების ტრაგიკულ ამბავს. მისი ცხოვრება ღმერთს, ხალხს და ეკლესიას მიუძღვნა.

მან იცოდა, როგორ მიეცა იმედი, როგორ შეემსუბუქებინა ტანჯვა ლოცვით და როგორ ხელი შეეწყო ერთიანობისთვის. ის ლოცულობდა უკრაინელი ხალხისა და უკრაინაში მშვიდობისთვის. ჩვენ ერთად ვგლოვობთ კათოლიკეებთან და ყველა ქრისტიანთან ერთად, ვინც სულიერი მხარდაჭერისთვის პაპ ფრანცისკეს მიმართავდა. მარადიული ხსოვნა!", — წერს ზელენსკი.

რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში, ავადმყოფობის შემდეგ, 21 აპრილს გარდაიცვალა. ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს. მათი ცნობით, პაპის გარდაცვალების შესახებ კარდინალმა კევინ ფარელმა განაცხადა.

ფრანცისკე რომის 266-ე პაპად 2013 წლის 13 მარტს აირჩიეს, მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი ბენედიქტ XVI გადადგა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics