|
2016-03-15 12:44:09, 742 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ვალუტის დევალვაციიდან გამომდინარე საქართველოში შემოსული იმპორტი და ექსპორტი მცირდება
სავაჭრო-ბრუნვის წახალისებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „საქსტატის“ მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც სავაჭრო ბრუნვა წინა წელთან შედარებით 2%-ით შემცირდა. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან ძალიან აქტიურია. მისივე თქმით, შარშან ევროკავშირთან ექსპრორტი 6%-ით გაიზარდა და მთალიანად საქართველოს ექსპორტის სტრუქტურაში 29% მიაღწია. „ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვა გაგვეზარდა, გაგვეზარდა მთალიანი ექსპორტით. პირველი ორი თვის მაჩვენებელში სავაჭრო ჯამური ბრუნვა შემცირდა. ამის ძირითადი მიზეზია შესწორება, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს ჩვენს საგადასახდელო ბალანსში, ანუ მიმდინარე ვალუტის დევალვაციიდან ჩვენ ქვეყანაში შემოსული იმპორტი და ექსპორტი მცირდება“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, ის იმედოვნებს, რომ მომავალი თვეებიდან ქვეყანას ექნება ზრდა მით უფრო როცა ლარის კურსი სტაბილურად მყარდება და შესაბამისად ამან უნდა მისცეს ქვეყანას ვაჭრობის წახალისებას. „რაც შეეხებას ექსპორტის დაკრედიტების სააგენტოს ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ვმუშაობთ ჩვენ საპარტნიორო ფონდთან. აღნიშნულ ფონდში რეორგანიზაციის პროექტის განხილვის შესაძლებლობა მოხდა. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)