|
2025-04-16 20:29:14, 869 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა რუსული გემებისთვის აშშ-ს პორტებში შესვლის აკრძალვა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკულ პორტებში რუსული გემების შესვლის აკრძალვა ერთი წლით გაახანგრძლივა. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ 2022 წლის 21 აპრილს გამოცემული ბრძანება რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ ან რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებულ გემებს აშშ-ს პორტებში შესვლას უკრძალავს. "ერთი წლით ვახანგრძლივებ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს რუსეთის ფედერაციის მიმართ და საგანგებო უფლებამოსილებებს, რომლებიც აღწერილია №10371 განკარგულებაში და ეხება რუსეთთან დაკავშირებული გემების გაჩერებისა და გადაადგილების რეგულირებას აშშ-ს პორტებში". - აღნიშნულია აშშ-ს ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებულ დოკუმენტში. მანამდე, ტრამპმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით გამოცხადებული ეროვნული საგანგებო მდგომარეობაც გაახანგრძლივა. ბაიდენმა აღნიშნული აღმასრულებელი ბრძანება "საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური ძალების აქტის" საფუძველზე 2021 წლის 15 აპრილს მიიღო, რათა აშშ რუსეთის საგარეო საქმიანობით გამოწვეულ განსაკუთრებულ საფრთხეს გამკლავებოდა. თეთრი სახლის მიერ კონგრესისთვის გადაცემულ წერილში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან "თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ძირგამომთხრელი საქმიანობა, უსაფრთხოების დესტაბილიზაცია ისეთ ქვეყნებსა და რეგიონებში, რომლებიც მნიშვნელოვანია აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისთვის და საერთაშორისო სამართლის ნორმების, მათ შორის სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა წარმოადგენს განსაკუთრებულ საფრთხეს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკისთვის".
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)