|
2025-04-16 16:14:54, 806 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბუღალტრული პროცესების გაციფრულების ვორკშოპი გაიმართა
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის აქტიური მხარდამჭერია. სწორედ ამ მიზნით, ფინანსურმა ინსტიტუტმა შექმნა პლატფორმა ბიზნეს 360°-ი, რომელიც ბიზნესის განვითარებისთვის მრავალფეროვან შესაძლებლობებს აერთიანებს. პლატფორმის ნაწილია ბიზნეს შეხვედრები და ბიზნესკურსები, რომლებიც კომპანიებს ყოველდღიური საქმიანობის უკეთ დაგეგმვასა და წარმართვაში ეხმარება. ამჯერად, რეგულარული ბიზნეს-ღონისძიებების სერიის მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც Fas Group-ის დამფუძნებელმა, ნათია სხვიტარიძე ბუღალტრული პროცესების გაციფრულებაზე ისაუბრა. ვორკშოპზე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები გაეცნენ:
ღონისძიებას ბიზნესის 70-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. ხოლო მათ, ვინც ვერ მოახერხა ვორკშოპში მონაწილეობის მიღება, შესაძლებლობა აქვთ, ბუღალტრული პროცესების შესახებ მეტი ინფორმაცია საქართველოს ბანკის ბიზნესკურსიდან მიიღონ. ნათია სხვიტარიძის ავტორობით შექმნილი ბიზნესკურსი „როგორ დავთვალოთ სწორად“ ნებისმიერი მსურველისთვის ონლაინ ვიდეოლექციების ფორმატშია ხელმისაწვდომი. კურსის დახმარებით გაეცნობით ბუღალტრულ და ფინანსურ საკითხებს, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კომპანიის სწორად ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის. „ბიზნესის საჭიროებების კვლევა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამ კვლევების შედეგად მიღებული მიგნებებით ჩვენ ვქმნით მრავალფეროვან პროექტებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის — როგორც ფიზიკური შეხვედრების, ისე დისტანციური სასწავლო რესურსების სახით. მათ შორისაა ღონისძიებები და კურსები საბუღალტრო თემატიკაზე. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა მზარდი დაინტერესება ამ პროექტების მიმართ. ეს გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ბიზნესის გაძლიერებაში.“, — აცხადებენ საქართველოს ბანკში. ინფორმაციისთვის, ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
სვეტლანა ტიხანოვსკაია- ბელარუსებსა და ქართველებს ერთი და იგივე ხედვა აქვთ: იცხოვრონ როგორც თავისუფალმა, სუვერენულმა ევროპულმა ერებმა
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო მისალოც წერილებს იღებს - განახლებადი
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)