|
2025-04-14 19:06:19, 857 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვი - საერთაშორისო სამართალი კატეგორიულად კრძალვას შეიარაღების სამოქალაქო ტერიტორიაზე განთავსებას
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ობიექტზე, რომელზეც რუსეთმა სუმში სარაკეტო დარტყმა განახორციელა, უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნების და მათი დასავლელი კოლეგების შეხვედრა იმართებოდა. ამის შესახებ ლავროვმა რუსულ გამოცემა „კომერსანტს“ განუცხადა. ლავროვის თქმით, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი კატეგორიულად კრძალვას სამხედრო ობიექტების და შეიარაღების სამოქალაქო ობიექტების ტერიტორიაზე განთავსებას. „რამდენი ვიდეოა გამოქვეყნებული ინტერნეტში, სადაც უკრაინელი ქალები ყვირიან, რომ სამხედროები წაეთრნენ მაღაზიებიდან, საბავშვო მოედნებიდან, თუმცა ეს პრაქტიკა გრძელდება. ჩვენ გვაქვს ფაქტები იმის შესახებ, ვინ იმყოფებოდა იმ ობიექტზე, რომელზეც სუმში დარტყმა განხორციელდა. იქ იყო უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნების მორიგი შეკრება თავიანთ დასავლელ კოლეგებთან, რომლებიც იქ იმყოფებიან დაქირავებული მებრძოლების თუ არ ვიცი, ვისი სახით. იქ იმყოფებიან ნატო-ს ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები და პირდაპირ ხელმძღვანელობენ. ყველამ იცის ეს. „ნიუ-იორკ თაიმსმა“ ცოტა ხნის წინ განმარტა, როგორ ასრულებდნენ თავიდანვე ამერიკელები წამყვან როლს რუსეთზე თავდასხმებში. ამ როლის გარეშე შორი რადიუსის რაკეტების უმეტესობა საერთოდ ვერ მოწყდებოდა განთავსების ადგილს“, – განაცხადა ლავროვმა. შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს რუსეთმა სარაკეტო დარტყმა მიიტანა ქალაქ სუმზე. დაიღუპა 34, დაშავდა 120-მდე ადამიანი. დაღუპულებს შორის არის ორი ბავშვი. სუმზე ისკანდერ-ემ-ის ტიპის ორი რაკეტით დარტყმის განხორციელებას ადასტურებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. უწყების მტკიცებით, იერიშის სამიზნე უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის სამეთაურო შემადგენლობის თათბირის ადგილი იყო.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)