|
2025-04-11 12:47:26, 447 ნახვა
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - წულუკიანის კომისია შეიქმნა მტრის დაკვეთით ისტორიის გადასაწერად
წულუკიანის კომისია შეიქმნა მტრის დაკვეთით ისტორიის გადასაწერად! ისტორიის წაშლის მცდელობა ოკუპაციის გაგრძელებაა. „ქოცები“ ებრძვიან არა მხოლოდ მომავალს, არამედ წარსულსაც, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე აცხადებს. მისი განმარტებით, ისტორიის წაშლა მტრის გეგმის შესრულებას ნიშნავს. „წაშალეს 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“, გააუფასურეს 1989 წლის 9 აპრილი, აღარ ახსენებენ 1991-ის დამოუკიდებლობის რეფერენდუმს, 2008 წლის გმირებს. არ უყვართ ეროვნული მოძრაობა იმიტომ, რომ ის ახსენებს, ვინ ვართ სინამდვილეში! მათთვის საქართველო არ არის ისტორიული მისიის მქონე ერი. მათთვის საქართველო ფულის საჭრელი დიდი სოფელია, ქართველი – მომსახურე სერვისის მიმწოდებელი პერსონალი „ეთნოგრაფიული მასალა“. ჩაანაცვლეს ილია ჭავჭავაძე, 1989 წლის 9 აპრილი მათთვის საშიშია. ზვიადი - საშიშია, მერაბი - საშიშია, ანწუხელიძე - საშიშია, „ვარდების რევოლუცია“ - საშიშია, ნებისმიერი უფლება – საშიშია, რადგან ხალხს უბიძგებს მოძრაობისკენ და ახსენებს - ხალხს შეუძლია გაიღვიძოს და დაამარცხოს დიქტატორი! ამიტომ ცდილობენ ყველაფერი გახადონ ბუნდოვანი, გაუფერულებული, დავიწყებული. ასწავლიან, თითქოს „არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა“. იცვლება თაობა და მათი მიზანიც სწორედ ესაა - შეიქმნას მეხსიერების უფსკრული, სადაც ვეღარ ამოიკითხავ თავისუფლების ისტორიის ხაზს! ისტორიის წაშლა ნიშნავს მტრის გეგმის შესრულებას. ვინც წარსულს შლის – Russki mir-ს უთმობს სივრცეს! ცდილობენ შეგვიცვალონ წარსული, რომ ვეღარ ვმართოთ აწმყო და აღარ გვქონდეს მომავალი, მაგრამ ვერ გათვალეს: თავისუფლების ისტორია არ იშლება - ის იწერება ერის სულსა და გულში - შენით, ჩემით, ჩვენით! ჩვენ ვართ ერი, რომლის წარსული ვერ წაშალეს ათასწლეულებში. ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც მომავალს ყოველთვის იბრუნებს ბრძოლით, რწმენით და ერთიანობით“, - აცხადებს მანჯგალაძე. აღნიშნულ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)