02:00 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-14 18:22:50, 390 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი კადრებზე: ჩვენ, ქალები არავის შიშის გამო არსად გაქცევას არ ვაპირებთ

ბოლო დღეებია, ვესწრებით განმეორებით და თანმიმდევრულ დარტყმებს ხელისუფლებასა და ქართულ საზოგადოებაზე. ჩვენი ვალდებულებაა, ეს უმსგავსობა გამოვიძიოთ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ხელისუფლება ამ კადრების შექმნასა და გავრცელებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.

„ხელისუფლება ვერ აიღებს პასუხისმგებლობას ამ კადრების შექმნასა და გავრცელებაზე, მაგრამ ჩვენი ვალდებულებაა, შემქმნელები და გამავრცელებლები იყვნენ იდენტიფიცირებული. თუ მსგავსი გაგრძელდება, ეს ჩვენ ხელუსფლებას ვერ დაანგრევს. ხელისუფლებასა და  მედიაში მყოფ ქალებს ეს ვერ შეგვაშინებს. ეს არის განწირული დარტყმები. ჩვენ, ქალები გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას იქ, სადაც ვართ და არავის შიშის გამო არასად გაქცევას არ ვაპირებთ. ყველა უნდა ვიდგეთ ერთ პოზიციაზე, დავიცვათ ერთმანეთი და ვიყოთ სოლიდარულები“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics