18:16 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-10 12:39:35, 559 ნახვა

პოლიტიკა
დეპუტატებს ხელფასის 5% არა მხოლოდ კომიტეტის და პლენარული სხდომის დატოვების შემთხვევაში დაუკავდებათ, არამედ, ბიუროს სხდომისა და დროებითი კომისიის სხდომის დატოვების შემთხვევაშიც

დეპუტატებს ხელფასის 5% დაუკავდებათ არა მხოლოდ საპარლამენტო კომიტეტის და პლენარული სხდომის დატოვების შემთხვევაში, რასაც მოქმედი რეგლამენტი ითვალისწინებს, აგრეთვე ბიუროს სხდომისა და დროებითი კომისიის სხდომის დატოვების შემთხვევაშიც.

ამ ფორმის სანქცია ახალი რეგლამენტის პროექტით შემოდის, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

არსებული კანონით, რეგლამენტის დარღვევისთვის პარლამენტის წევრის მიმართ გათვალისწინებულია შემდეგი სანქციები: - სხდომაზე სიტყვის ჩამორთმევა, გაფრთხილება, კომიტეტის სხდომის და პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზის დატოვება და ხელფასის დაკავება.

პარლამენტის წევრს, რომლის მიმართაც სანქციის სახით კომიტეტის სხდომის ან პლენარული სხდომის დარბაზის დატოვების მოთხოვნის გამოყენება ხდება, შესაბამისი თვის ხელფასის 5% უკავდება. ახალი რეგლამენტის პროექტის თანახმად კი, დეპუტატებს ხელფასის 5% ბიუროს სხდომის და დროებითი კომისიის სხდომის დატოვების შემთხვევაშიც დაუკავდებათ.

ახალი რეგლამენტის ამოქმედება 2025 წლის 1 ივლისიდან იგეგმება. ახალი რეგლამენტის ამოქმედებისთანავე მოქმედი - 2018 წელს მიღებული რეგლამენტი ძალადაკარგულად გამოცხადდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics