12:51 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-08 01:27:34, 1085 ნახვა

სამართალი
შსს- აქციის მონაწილეს ძაღლმა უკბინა

შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტომასალას, სადაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სისხლის კვალია აღბეჭდილი, განცხადებით გამოეხმაურა.

როგორც შსს განცხადებაში აღნიშნავს, გავრცელებული ინფორმაცია, რომ "დაკავების დროს აქციის რომელიმე მონაწილემ დაზიანება მიიღო სიცრუეა და არ შეესაბამება სიმართლეს".

შსს-ს თქმით, სისხლის კვალი ერთ-ერთ მამაკაცს ეკუთვნის, რომელსაც ფეხის არეში მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა მიუსაფარმა ძაღლმა უკბინა.

"გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ,  რომ დაკავების დროს აქციის რომელიმე მონაწილემ მიიღო დაზიანება არის სიცრუე და არ შეესაბამება სიმართლეს. 

რუსთაველის გამზირზე მამაკაცს ფეხის არეში უკბინა მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა მიუსაფარმა ძაღლმა, რის საფუძველზეც განუვითარდა ძლიერი სისხლდენა. აღნიშნული პიროვნება სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის მიერ გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, მისი მდგომარეობა სტაბილურია". - წერია განცხადებაში.

აღნიშნული ვიდეოს გავრცელების შემდეგ, მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ სისხლის კვალი ერთ-ერთ დაკავებულს, თაზო კვესელავას ეკუთვნოდა.

თაზო კვესელავა დააკავესსისხლის კვალი პარლამენტიდან პოლიციის მანქანამდეა თაზო საავადმყოფოშია გადაყვანილი ძალიან მაგარი ბიჭია და აუცილებლად მაგრად იქნება - წერს აქტივისტი ქეთი ხომერიკი.

"ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, სამედიცინო დახმარებუს შემდეგ თაზო კვესელავა ზაჰესის იზოლაყორში გადაიყვანეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics