|
2025-04-03 12:15:23, 768 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე ბრიტანეთის სანქციებზე - კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირება შანტაჟის ერთ-ერთი ელემენტია
ეს უბრალოდ სიტყვების ბრახაბრუხია, რა გონივრული ეჭვი?! - კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირება შანტაჟის ერთ-ერთი ელემენტია - ამით სურვილი აქვთ, როგორმე ქვეყანა ხელში ჩაიგდონ, რომ შემდეგ გამოიყენონ თავიანთი ინტერესების გასატარებლად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც დიდი ბრიტანეთის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას გამოეხმაურა. მისი თქმით, „ეს არის იმ ხაზის გაგრძელება, რასაც ჩვენ ვხედავდით ბოლო თვეების და წლების განმავლობაში“. „ეს ყველაფერი დაფუძნებულია სიცრუეზე, სიყალბეზე, ტყუილზე. რეალობა რადიკალურად განსხვავებულია იმასთან შედარებით, რა განცხადებებსაც აკეთებენ ხოლმე. სამწუხაროა ეს ყველაფერი, თუმცა მოლოდინი გვაქვს, ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება. ეს უბრალოდ სიტყვების ბრახაბრუხია, რა გონივრული ეჭვი?! საერთოდ, სიყალბეა ეს ყველაფერი. ეს არის იმ ხაზის გაგრძელება, რაც საქართველოსთან მიმართებით ხდებოდა. თქვენ იცით, თუ როგორ უსამართლოდ ექცევიან ჩვენს ქვეყანას. დღესაც გრძელდება ეს - მუდმივი შანტაჟი, ცილისწამება, მბრძანებლური ტონი. კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირება შანტაჟის ერთ-ერთი ელემენტია. ამით სურვილი აქვთ, რომ როგორმე ქვეყანა ხელში ჩაიგდონ, რომ შემდეგ გამოყენებული იყოს ისეთ ქვეყნები როგორიც საქართველოა, უკრაინაა, თავიანთი ინტერესების გასატარებლად. ჩვენ ამას ვებრძვით და ამისთვის ძალიან ბევრი რამის მოთმენა მოგვიწია. ძალიან რთული იყო. მარტივი პროცესი არ ყოფილა. დღესაც გრძელდება, სამწუხაროდ, მაგრამ როცა საქმე ეხება სამშობლოს, რა თქმა უნდა, ყოველთვის დავდგებით იქ, სადაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, - განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა მოსამართლეებს - ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ სერიოზული ეჭვი არსებობს იმისა, რომ მიხეილ ჩინჩალაძე „კორუფციაში მონაწილეობს ან მონაწილეობდა“. ლევან მურუსიძეზე კი ნათქვამია, რომ „სერიოზული ეჭვი არსებობს იმისა, რომ იგი კორუფციაში არის ან იყო ჩართული“.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)