|
2025-04-02 14:50:39, 898 ნახვა
ეკონომიკა
Euromoney-მ საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულების მიერ შექმნილი ციფრული გადაწყვეტები საუკეთესოდ დაასახელა საქართველოში
საერთაშორისო გამოცემა Euromoney-მ, 2025 წლის Private Banking Awards-ის ფარგლებში, საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულების მიერ შექმნილი ციფრული გადაწყვეტები საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა. Euromoney-ს ჟიური ყოველწლიურად საუკეთესო პრემიუმ საბანკო სერვისებისა და მომსახურების მიმწოდებელ ფინანსურ ინსტიტუტებს აფასებს მთელი მსოფლიოდან. მკვლევრები და გამომცემლობის რედაქციის წევრები კი ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო შედეგის მქონე ფინანსურ ინსტიტუტებს ასახელებენ. Euromoney-ს ჟიურის შეფასებით, საქართველოს ბანკის მიერ პრემიუმ მომხმარებლებისთვის შექმნილი საბანკო პროდუქტები და სერვისები სრულად ერგება მათ სურვილებსა და საჭიროებებს, რომლებიც ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად, მუდმივად იცვლება. ამ პრობლემის გადასაჭრელად, საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულება შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს, ერთი სივრციდან ჰქონდეთ წვდომა ისეთ სერვისებზე, როგორებიც არის: ფიზიკური და ციფრული ბარათის შეკვეთა; სამოგზაურო, ავტოპასუხისმგებლობისა და სახლის დაზღვევის შეძენა; კომუნალური გადასახადების გადახდა; ციფრული სასაჩუქრე ბარათების შეძენა; მანქანის სივრცე; მედლების სივრცე; შეთავაზებების სივრცე; გადარიცხვები და სხვა. ამასთან, საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულება შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს, ისარგებლონ პირადი ბანკირის, კონსიერჟის, პირადი ბროკერის სერვისებით. მობილბანკის, ინტერნეტს ბანკინგის თუ იმეილ საბანკო სერვისების მეშვეობით განახორციელონ ტრანზაქციები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საზღვარგარეთ, მართონ საკუთარი ფინანსური აქტივები, ქასთოდი პროფილები, და ჰქონდეთ პირდაპირი კავშირი პირად ბანკირთან. „სასიხარულოა ეს წოდება მთელი გუნდისთვის. განსაკუთრებით ვამაყობ იმით, რომ ამ წოდებას ზედიზედ ორი წელია ვინარჩუნებთ. ვფიქრობ, ამაში მომხმარებელთან ურთიერთობის ჩვენი ფილოსოფია გვეხმარება, რომელიც ნდობაზეა დამყარებული. ეს საშუალებას გვაძლევს მომხმარებლისთვის ვიყოთ ნამდვილი მრჩევლები, ნდობით აღჭურვილი პირები და საქმიანი პარტნიორები მათ ცხოვრებაში. ყოველდღიურად ვცდილობთ ტრადიციული ტრანზაქციული საბანკო გამოცდილება განვითარების ახალ ეტაპზე ავიყვანოთ. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ბანკის ყველა თანამშრომელს, რომელმაც წლების მანძილზე პრემიუმ ბანკინგის მიმართულების შენებაში თავისი წვლილი შეიტანა. მადლობა Euromoney-ს ამ აღიარებისთვის!“, - აღნიშნავს თამარ ფხაკაძე, SOLO გაყიდვების და ქსელის განვითარების დეპარტამენტის დირექტორი. აღსანიშნავია, რომ Euromoney-ს გამომცემლობამ საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულება საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა High-Net-Worth მომხმარებლებისთვის.
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)