19:37 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-01 10:44:09, 704 ნახვა

პოლიტიკა
დავით არახამია - უკრაინაში არანაირი არჩევნები არ მზადდება

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არჩევნებისთვის მზადებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

არახამიამ უკრაინულ მედიასთან საუბარში განმარტა, რომ მსგავს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია და ასეთი შეხვედრა საერთოდ არ შემდგარა.

„არანაირი არჩევნები არ მზადდება, არანაირი მზადება არ მიმდინარეობს. საპარლამენტო პარტიები და ჯგუფები შეთანხმდნენ, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს საომარი მდგომარეობის გაუქმებიდან ექვსი თვის შემდეგ. პრინციპში, ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა", - აღნიშნა არახამიამ.

ცნობისთვის, გამოცემა The Economist-მა 30 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ არჩევნები უკრაინაში, შესაძლოა, ივლისში ჩატარდეს და რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა მოიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics