|
2025-03-31 12:45:07, 767 ნახვა
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი - ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი იქმნება იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, აიკრძალოს
ჩვენ რაც დაანონსებული გვქონდა, ერთ-ერთი მთავარი დაპირება ეს იყო - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოვიპოვეთ, მაინც ვასრულებთ ამ დაპირებას, რადგან ქართველი ხალხი ამას უკვე 12 წელია ელოდება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გეგმას, პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, „ნაციონალური მოძრაობის“ და „მისი სატელიტი პარტიების“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის მუშაობის ფარგლებში ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი იქმნება იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა”, როგორც პარტია აიკრძალოს. „საგამოძიებო კომისიას ვინც უყურებს უკვე ხედავს რა მჟღავნდება. მაგალითად, ბიზნესის რეკეტთან დაკავშირებით როგორ მძიმე ისტორიებს ვისმენთ. ომთან დაკავშირებით [ვისმენთ] როგორი ქაოსი იყო, როგორ გაათავისუფლეს გამოცდილი სამხედროები რამდენიმე თვით ადრე, სანამ ომი დაიწყებოდა. იმასაც ვაკვირდებით პირდაპირ ჩვენებებიდან, რომ თურმე სამხედრო გადაწყვეტილებებს პოლიტიკოსები იღებდნენ. იყო სრული ქაოსი - არც მოქალაქეები გაუფრთხილებიათ არც კოდორის ხეობაში და არც ცხინვალში. მიატოვეს სასიკვდილოდ და ა.შ. რა თქმა უნდა, ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი იქმნება იმისთვის, რომ “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც პარტია აიკრძალოს. როგორც კი მორჩება საგამოძიებო კომისია მუშაობას, ჩვენ მტკიცებულებებსა და ფაქტებზე დაყრდნობილ რეკომენდაციებს უკვე პროკურატურას, შესაბამის უწყებებს გავუგზავნით და ამასთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანთ სარჩელს. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს”, - განაცხადა მაჭავარიანმა. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ გეგმავს, პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, „ნაციონალური მოძრაობის“ და „მისი სატელიტი“ პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით მიმართოს. გარდა ამისა, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მანდატი ფართოვდება და 2012 წლის შემდგომ პერიოდზეც გავრცელდება. ამასთან, რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, კანონმდებლობით იქნება უზრუნველყოფილი, რომ „ნაცმოძრაობამ და მისმა სატელიტებმა“ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღონ.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)