19:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-31 11:40:55, 584 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - დღეს, 31 მარტს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ – საქართველოს არჩევანი თავისუფლებაა!

"დღეს, 31 მარტს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ – საქართველოს არჩევანი თავისუფლებაა!

34 წლის წინ, ამ დღეს, ქართველმა ხალხმა ერთხმად თქვა: დიახ, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა!

ეს იყო არჩევანი ღირსების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სასარგებლოდ.

ეს იყო გამარჯვება, რომელიც ერთიანობით  მოვიპოვეთ!

დღეს, 34 წლის შემდეგ, ისევ იგივე ძალები ცდილობენ ჩვენი არჩევანის რევიზიას.

ისევ უნდათ, რომ საქართველო მარტო დარჩეს, დასუსტდეს, კორუფციაში, სიღარიბეში და ქაოსში ჩაიძიროს.

ისევ ცდილობენ ძალადობით და რეპრესიებით საქართველოს შეჩერებას.

მაგრამ ჩვენი გზა ევროპისკენ მიდის!

ჩვენი მომავალი უსაფრთხო, ძლიერი, განვითარებული, დაცული და ერთიანი საქართველოა!

საქართველო ამ ბრძოლას ისევ იგებს!

რადგან საქართველო ისევ ერთად დგას!

რადგან თავისუფლება არასდროს მარცხდება!

დღეს, 31 მარტს, გავიდეთ და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენი ძალა, ერთიანობა და გამარჯვების რწმენა!

გავაგონოთ ყველას – საქართველო არასდროს დაუბრუნდება წარსულს!

ჩვენ წინ მივდივართ – გამარჯვებისკენ!

გაუმარჯოს თავისუფლებას!

გაუმარჯოს საქართველოს!"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics