|
2025-03-27 16:48:48, 965 ნახვა
ეკონომიკა
გალტ & თაგარტმა საწყობებისა და ლოგისტიკის სექტორზე ვორქშოპი გამართა
საქართველოს ბანკში საწყობებისა და ლოგისტიკის ინდუსტრიის შესახებ გალტ & თაგარტის კვლევის შედეგების პრეზენტაცია და ვორქშოპი ჩატარდა, სადაც დარგის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ბოლო წლებში საწყობებისა და ლოგისტიკის სექტორის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოში. ამის გათვალისწინებით, გალტ & თაგარტმა მოამზადა კვლევა, რომელიც თბილისის საწყობების ინდუსტრიის მიმდინარე და სამომავლო ტენდენციებზე იყო ფოკუსირებული. გალტ & თაგარტის კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 40 კომპანია, რომლებიც თბილისის ბაზარზე საწყობებზე მოთხოვნის 40%-მდე ქმნიან. შედეგებმა აჩვენა, რომ მომდევნო სამ წელში საწყობებზე მოთხოვნა მაღალ დონეზე შენარჩუნდება. ამასთან, გამოკითხული კომპანიების უმეტესობა ამ საჭიროებას საკუთარი საწყობების აშენებით დააკმაყოფილებს. პარალელურად, იზრდება მიწოდებაც – 2025-26 წლებში დაგეგმილი პროექტები არსებულ სასაწყობე ფართს 33%-ით გაზრდის. აღსანიშნავია, რომ საწყობებზე გაზრდილი მოთხოვნისა და საოპერაციო ხარჯების მატების ფონზე, ასევე გაიზარდა იჯარის ფასებიც. თბილისში მშრალი საწყობის საშუალო იჯარა კვადრატულ მეტრზე, გადასახადების გარეშე $5-6 ფარგლებში მერყეობს, რაც წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ამასთან, საწყობის ხარისხის და დანიშნულების გათვალისწინებით იჯარის ვარიაცია მაღალია. ვორქშოპზე ასევე განხილული იყო სასაწყობე ინდუსტრიის სხვადასხვა მოდელები, ევროპის ქვეყნების გამოცდილება და საქართველოს ბაზრის თავისებურებები. ღონისძიების ბოლოს გაიმართა დისკუსია, სადაც ინდუსტრიის წარმომადგენლებმა აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს. „დღევანდელი შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო. დარგის წარმომადგენლებს გალტ & თაგარტის კვლევის შედეგები გავაცანით, ხოლო მათი ჩართულობა, როგორც გამოკითხვაში, ისე დისკუსიაში ძალიან ღირებული იყო. ამ შეხვედრის მიზანი იყო ბაზრისთვის გაგვეზიარებინა ჩვენი ხედვა და მიგვეღო უკუკავშირი, რათა უკეთ მოვერგოთ ბიზნესის საჭიროებებს და მივიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები,“ – განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორატიული დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი კუკულაძემ. „სასაწყობო და ლოგისტიკის სექტორი სწრაფად ვითარდება საქართველოში, ხოლო ბაზრის ტენდენციებზე დროული ინფორმირებულობა ბიზნესისთვის კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად გადამწყვეტ როლს ასრულებს. გალტ & თაგარტში, როგორც კვლევების მიმართულებით მოწინავე ორგანიზაციაში, მუდმივად ვცდილობთ, ტენდენციებს ფეხი ავუწყოთ, ჩვენს პარტნიორებს ღირებული და საჭირო ინფორმაცია გავუზიაროთ და მომავლის ხედვის ჩამოყალიბებაში დავეხმაროთ“, — განაცხადა გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კუპრაშვილმა.
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)