|
2025-03-25 13:26:59, 897 ნახვა
სამართალი
გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის სასამართლო პროცესი 17 აპრილამდე გადაიდო
დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულების, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომა 17 აპრილს, 11:00 საათზე გაიმართება. პროცესის გადადების მოთხოვნით შუამდგომლობა ბრალდებულ ჩიკვაიძის ადვოკატმა გიორგი ყაველაშვილმა მას შემდეგ დააყენა, რაც სასამართლო პროცესზე პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი ოქმიდან გაირკვა, რომ ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მისი ტრანსპორტირება რეკომენდებული არ იყო, ამასთან, თავად ჩიკვაიძე უარს აცხადებდა ტექნიკური საშუალებით დისტანციურად ჩართვაზე. ყაველაშვილის თქმით, მას გარკვეული დეტალების შეთანხმება სურს ბრალდებულთან და მისი მონაწილეობის გარეშე სხდომა არ უნდა გაგრძელდეს. ადვოკატის განმარტებით, ბრალდებულის სურვილია, პროცესებში მონაწილეობა მიიღოს, რისი საშუალებაც მას უნდა მიეცეს. ადვოკატმა სხდომის ერთი თვით გადადება მოითხოვა. პროკურორი გიორგი ჯავარაშვილი შუამდგომლობას არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ შემდეგი სხდომა, რომელიც 27 მარტს უნდა გამართულიყო, პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებულიყო, სადაც ბრალდებული სხდომაზე დასწრებას შეძლებდა. მოსამართლე დაინტერესდა, თუკი გიორგი ჩიკვაიძე შიმშილობას გააგრძელებდა, ერთი თვის შემდეგ, როგორ მოხდებოდა მისი პროცესზე დასწრება, რასთან დაკავშირებითაც მხარეებმა დამსწრეების გარეშე იმსჯელეს. სწორედ აღნიშნულის შემდეგ მიიღო მოსამართლემ გადაწყვეტილება. მოსამართლე იზა კელენჯერიძის განმარტებით, ბრალდებულ ჩიკვაიძეს საშუალება უნდა მიეცეს, ადვოკატებთან კონსულტაცია გაიაროს და გადაწყვეტილება მიიღოს. ცნობისთვის, გამოძიება კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე. კერძოდ კი, შპს „ელთ ბილდინგისთვის" ბრალდებულებს, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის კომპანიას - „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმს“ იახტა უნდა ჩამოეყვანა. მათ შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება. თუმცა, გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა არ შეასრულეს და შპს „ელთ ბილდინგს“ იახტა არ მიაწოდეს. ბრალდების მიხედვით, გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი "ელთ ბილდინგის“ ხელმძღვანელ პირებს - ვალერი გურგენაძეს და ელგუჯა თურმანიძეს სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით, მათ შორის თურქეთის პორტში მომხდარი შტორმის შედეგად იახტის ძრავის დაზიანების და მისი შეკეთების საბაბით უვადებდნენ იახტის გადაცემის ვადებს, უგზავნიდნენ თითქოსდა მათთვის შეძენილი იახტის ვიდეოებს და ლოკაციებს, ხოლო რეალურად იახტის შესაძენად გადახდილი თანხით გიორგი ჩიკვაიძემ დაფარა სხვა მოვალეების წინაშე არსებული ვალდებულებები და აღნიშნული თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა. საბოლოოდ, ირაკლი პაპიაშვილმა კომპანიის ანგარიშზე 147 065 ლარი დააბრუნა, ამის შემდგომ დარჩენილი თანხის გადახდა არ მომხდარა. გიორგი ჩიკვაიძეს და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 7-დან 11- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-50 000 ლარის ოდენობით გირაო ჰქონდათ შეფარდებული, თუმცა, პროკურატურის შუამდგომლობით გიორგი ჩიკვაიძეს შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. ორივე ბრალდებულს აკრძალული აქვს საზღვრის კვეთა.
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
სვეტლანა ტიხანოვსკაია- ბელარუსებსა და ქართველებს ერთი და იგივე ხედვა აქვთ: იცხოვრონ როგორც თავისუფალმა, სუვერენულმა ევროპულმა ერებმა
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო მისალოც წერილებს იღებს - განახლებადი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)