08:52 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-25 12:08:06, 619 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს ეწვევა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი 25-26 მარტს შეერთებულ შტატებს ეწვევა, სადაც ამერიკელ კოლეგას, მარკო რუბიოს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

„მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებების დროს ყურადღება გამახვილდება სტრატეგიულ ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება გადაიდგას თურქეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში და მზადება მომავალი ვიზიტებისთვის სახელმწიფოს მეთაურების დონეზე“, - განაცხადეს წყაროებმა მედიასთან საუბარში.

მათივე ინფორმაციით, დიპლომატებს შორის განსახილველ მთავარ საკითხებს შორის არის რუსეთ-უკრაინის ომის საკითხი, სირიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ორმხრივი ურთიერთობები თავდაცვის ინდუსტრიის თანამშრომლობის გაღრმავების კონტექსტში.

წყაროები აცხადებენ, რომ ჰაკან ფიდანი ხაზს გაუსვამს თურქეთის მზადყოფნას, წვლილი შეიტანოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით აშშ-ის მცდელობებში, რასაც მეომარ მხარეებს შორის მუდმივი სამშვიდობო შეთანხმება უნდა მოჰყვეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics