|
2025-03-24 17:54:20, 814 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს ესაუბრა
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრისას არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, მოჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანს რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის პროცესში შუამავლობის გამო მადლობა გადაუხადა. „რუსულმა მხარემ მადლიერება გამოხატა არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ რუსეთსა და უკრაინას შორის დაკავებული პირების გაცვლის პროცესში აქტიური შუამავლობისთვის“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში. ამასთან, კრემლის ცნობით, რუსეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტებმა რუსეთსა და აშშ-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების საკითხი განიხილეს. „ლიდერებმა უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით მიმდინარე რუსულ-ამერიკული დიალოგის განვითარების საკითხი განიხილეს. მოჰამედ ალ ნაჰაიანმა რუსეთისა და აშშ-ის ძალისხმევის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)