|
2025-03-24 15:15:52, 444 ნახვა
მსოფლიო
ფილიპინებისა და აშშ-ს ჯარისკაცებმა სამკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს
ფილიპინებისა და აშშ-ს ჯარისკაცებმა სამკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს, რომლის მიზანიც ტერიტორიული თავდაცვის გაძლიერება და ფართომასშტაბიანი ძალების განლაგების მართვის სწავლებაა. ინფორმაციას ფილიპინების არმია ავრცელებს. დაახლოებით 5 000-მდე ჯარისკაცი ფილიპინების არმიიდან და აშშ-ს წყნარი ოკეანის არმიიდან მონაწილეობას მიიღებენ საბრძოლო მოქმედებებში და ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ. წვრთნების მეორე ნაწილი წლის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. ასევე, წვრთნები მიზნად ისახავს ორი ქვეყნის არმიების გაერთიანებული ოპერაციების გაუმჯობესებას, მასშტაბურ მანევრებს, სროლისა და ტერიტორიული თავდაცვის გაძლიერებას. ამასთან, პენტაგონის ცნობით, აშშ-ს თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეთი მანილაში ჩასვლას ამ კვირაში გეგმავს, სადაც ფილიპინების ლიდერებს და მათ სამხედრო ძალებს შეხვდება. აშშ-ს და ფილიპინების ყოველწლიური ერთობლივი სამხედრო წვრთნები 2016 წლიდან იმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)